ფულის გათეთრებაში ბრალდებული კახა კოტორაშვილის სასამართლო დღეს, 17:30 საათზე გაიმართება

ფულის გათეთრებაში ბრალდებული კახა კოტორაშვილის სასამართლო დღეს, 17:30 საათზე გაიმართება

პირი, რომელიც საქართველოს პროკურატურამ $624 მლნ-ის და €35 მლნ-ის გათეთრების საქმეზე დააკავა, კახა კოტორაშვილია.

აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად TV “პირველმა“ გაავრცელა, რაც მოგვიანებით BMG-ის რამდენიმე წყარომაც დაუდასტურა.

ჩვენი ინფორმაციით, ფულის გათეთრებაში ბრალდებული პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 17:30 საათზე გაიმართება.

კახა კოტორაშვილს ეკუთვნის შპს „ფინი“. სავალუტო ჯიხურის 90%-ს დაკავებული ფლობს, ხოლო 10%-ს – ვახტანგ კოტორაშვილი.

სავალუტო ჯიხური „ფინი“ 2010 წელს არის რეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ შპს „ფინი“ ეროვნულ ბანკს ფულის გათეთრებისთვის დაჯარიმებული არ ჰყავს.

ცნობისთვის: კახა კოტორაშვილის დაკავების ფაქტს ადასტურებს ბრალდებულის მამაც. „გუშინ დააკავეს. საქმის კურსში არ ვართ [რატომ დააკავეს]… მეტყობა რამე რომ 624 მლნ მაქვს?!“, – თქვა ფულის გათეთრების საქმეში ბრალდებულის მამამ TV „ფორმულასთან“.

შეგახსენებთ: გუშინ საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.

მსგავსი სიახლეები

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა, ქათმის გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა,…

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 760.6 ათასი სული შეადგინა, რაც წლიურად 6%-იანი კლებაა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის…
თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა

თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა…

თბილისის მერიამ 500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დღემდე 220 338 მოთხოვნა დააფინანსა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე…
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

16 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6799 ლარი გახდა.…