ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგად დარღვევების რაოდენობა შემცირებულია – ღვინის ეროვნული სააგენტო

ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგად დარღვევების რაოდენობა შემცირებულია – ღვინის ეროვნული სააგენტო

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში ხუთ კომპანიაში 15 შემოწმება განხორციელდა. შემოწმებების მიზანი საწარმოებში ღვინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებაა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღებული 31 ნიმუშიდან დარღვევა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

ამასთან, 44 კომპანიაში 213 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა. აღნიშნული კონტროლის მიზანი სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების შესაბამისი ლოტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა იყო. აღებული 557 ნიმუშიდან შეუსაბამობა ოთხი კომპანიის ცხრა ნიმუშში გამოვლინდა.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების – Bureau Veritas და SGS-ს მიერ 66 კომპანიის პროდუქციის ინსპექტირება განხორციელდა. აღებული 273 ნიმუშიდან შეუსაბამობა რვა კომპანიის 12 ნიმუშში გამოვლინდა.

იანვარ-აგვისტოში განხორციელებული კონტროლის შედეგად ათი კომპანიის 19 ნიმუშთან დაკავშირებით 17 ჯარიმა გამოიწერა. დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობამ 25 000 ლარი შეადგინა.

ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო ხარისხის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს. გასულ წლებთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 
 

მსგავსი სიახლეები

7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და ობიექტი შემოწმდა

7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და…

7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და ობიექტი შემოწმდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტირება საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის…
პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით…

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და 77 ხმით მიიღო. ცვლილებების ძირითადი არსი კანონმდებლებს გარემოს დაცვისა და სოფლის…
„ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის” – დავით სონღულაშვილი

„ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის” – დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ფალსიფიცირებული ღვინის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მიდგომა…