ქართული ღვინო ბერლინში საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში წარადგინეს

ქართული ღვინო ბერლინში საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში წარადგინეს

ბერლინში „Berliner Wine Trophy“-ის ფარგლებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება, კონკურსის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია კონკურსზე მოწვეული ღვინის ჟურნალისტების, ჰორეკა სექტორის, სამეცნიერო წრეები წარმომადგენლებისა და ღვინის პროფესიონალებისთვის გაიმართა.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოები.

აღსანიშნავია, რომ წარდგენა არ ითვალისწინებდა კონკურსში მონაწილეობას.

“აღნიშნული წარდგენის შემდეგ, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „Berliner Wine Trophy“-ის საერთაშორისო ჟიურის 130 წევრს უმასპინძლა ბერლინის ერთ-ერთ ქართულ რესტორანში.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქ ბერლინში გამართულ ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და სააგენტოს ღონისძიებათა ორგანიზების მენეჯერი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების მიზანი ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი კულტურის, უნიკალური მეღვინეობის ტრადიციებისა და ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების წარმოჩენა იყო პროფესიონალური აუდიტორიისთვის”, – იტყობინება ღვინის ეროვნული სააგენტო.

Berliner Wine Trophy მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსია. იგი აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის მწარმოებლებს, ექსპერტებსა და დეგუსტატორებს, საერთაშორისო ჟიური შედგება ენოლოგების, სომელიეების, ღვინის და სპეციალისტებისა და ინდუსტრიის ექსპერტებისგან.

მსგავსი სიახლეები

პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე…
2026 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი ₾18 მილიონამდე გაიზარდა

2026 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი ₾18 მილიონამდე გაიზარდა

2026 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი მცირედით ₾18 მილიონამდე გაიზარდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს 17,4 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ბიუჯეტი…
ევროკავშირის რომელ ბაზრებზე ღირს ქართული ღვინო ძვირი/იაფი? – თიბისი კაპიტალის მიმოხილვა

ევროკავშირის რომელ ბაზრებზე ღირს ქართული ღვინო ძვირი/იაფი? – თიბისი…

თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის 2025 წლის მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა გააძლიერა თავისი როლი, როგორც უფრო სტაბილურმა და მაღალი ღირებულების ბაზარმა…