კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, მარტში დეპოზიტების მოცულობა 0.81%-ით, ანუ 468 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 58.47 მილიარდ ლარს მიაღწია. 2024 წლის მარტთან შედარებით საბანკო დეპოზიტების მოცულობა 11.27%-ით არის გაზრდილი.
სებ-ის ინფორმაციით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 67.78 მილიონი ლარით, ანუ 0.25%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.93%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 400.11 მილიონი ლარით, ანუ 1.29%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.92%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის მარტის ბოლოსათვის 47.23 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.35 პროცენტული პუნქტით.
“მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.84% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.84% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.56%,”- ნათქვამია სებ-ის სტატისტიკაში.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.65% , ხოლო ევროს წილმა 18.91% შეადგინა.
ევროკავშირის 27 ქვეყანა ერთხმად შეთანხმდა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყებაზე. „ევრონიუსის“ ცნობით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ელჩებმა მხარი დაუჭირეს…
სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სუს-ის უფროსის მოადგილემ,…
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვთან ტელეფონით ესაუბრა. საგარეო საქმეთა…