რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერები 2026 წელს თავიდან გამოცხადდება – ამის შესახებ bm.ge-ს თბილისის მერიაში უთხრეს. მათივე ინფორმაციით, უკვე არსებული ხელშეკრულებები შეწყდა.
საქმე ის არის, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყების თარიღად მაისი კახა კალაძემ გასულ თვეს დააანონსა და თქვა, რომ რეაბილიტაცია მაისში დაიწყებოდა. ამ მიზნით, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს იყო გამოცხადებული შესყიდვები. გამზირი 4 ლოტად დაიყო. შესყიდვების სააგენტოს 3 ლოტზე გამარჯვებული “დინ გრუპია”, ერთი შესყიდვა კი “სმარტს სოლუშენმა” მოიგო.
24 მარტს კახა კალაძემ “ღამის კურიერში” თქვა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ჩატარებული კვლევებია, რომლის მიხედვითაც, მიწის ქვემოთ “მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი” და რუსთაველის გამზირის დიდი ხნით გადაკეტვა “ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს დედაქალაქში”.
უცნობია, რატომ არ ჰქონდა ტენდერის გამოცხადებამდე მუნიციპალიტეტს მიწის ქვეშ არსებული კომუნიკაციების პრობლემაზე მეტი ინფორმაცია.
bm.ge შეეცდება უშუალოდ კომპანიებთან გაარკვიოს მეტი დეტალი და გაიგოს მათი პოზიცია, მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვების მიუხედავად, ხელშეკრულებები შეუწყდათ.
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერში დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს…
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, –…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. ირაკლი კობახიძის პრესსამსახურის…