შემოწირულობების 86% “ქართულმა ოცნებამ” მიიღო – რა თანხები შესწირეს წელს პარტიებს

შემოწირულობების 86% “ქართულმა ოცნებამ” მიიღო – რა თანხები შესწირეს წელს პარტიებს

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პოლიტიკური შემოწირულობების სახით სულ 5,661,545 ლარი გაიცა. ამ თანხიდან ყველაზე მეტი – 4,876,170 ლარი ქართულ ოცნებას შესწირეს, რაც მთლიანი პოლიტიკური დონაციების 86%-ია. სახელისუფლებო პარტიისთვის შემოწირულების განმახორციელებელთა შორის სხვადასხვა ბიზნესებთან დაკავშირებული პირები არიან, რომლებმაც “ოცნების” საარჩევნო ყულაბა 60,000-60,000 ლარებით შეავსეს.

პოლიტიკური შემოწირულობების პორტალის თანახმად, 12,000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას კახა კალაძემ, 10,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა, პარტიაში პოლიტიკური შემოწირულობა განახორციელა ქართუ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნატო ხაინდრავამ, რომელმაც 60,000 ლარი გადარიცხა.

ასევე პოლიტიკური შემოწირულობა განახორციელა “ქართუ ბანკის” დირექტორთა საბჭოს სამმა წევრმა – გენერალური დირექტორის მოადგილემ გივი ლებანიძემ 60,000 ლარი გადარიცხა, გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ გოგუამ 55,000 ლარი გადარიცხა, ასევე 55,000 ლარი გადარიცხა დირექტორის მოადგილემ ბექა კვარაცხელიამ, ასევე 40,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა ქართუ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრმა გოჩა ჩიკვილაძემ.

ქართული ოცნების სასარგებლოდ 60,000 ლარი გადარიცხა ალკოჰოლური სასმელების ჯგუფის, “ბოლეროს” დირექტორმა ირაკლი ბექაურმა, RMG Copper-ის ყოფილმა დირექტორმა დავით ბალანჩივაძემ ასევე 60,000 ლარი გადარიცხა, ასევე 40,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა კომპანია “მანგანუმ ლოჯისტიკის” დირექტორმა ევგენი ჯიხვაძემ, ასევე 40,000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას მანგანუმით მოვაჭრე კომპანია “მნ თრეიდინგის” ფინანსურმა დირექტორმა ილია ფრიდონაშვილმა, 20,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა კომპანია “ტორნადო+”-ის დირექტორმა გიორგი ბებიამ, აღნიშნულ კომპანიაში 40%-ის წილს ალექსანდრე ივანიშვილი ფლობს, ამავე კომპანიის მიერ დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიის “ჯი ემ თი ჯგუფის” დირექტორმა გოგი კახიძემ კი ოცნებას 40,000 ლარი შესწირა. კომპანია იბეროილის 40%-ის მფლობელმა სიმონ გეგელაშვილმა ოცნებას 40,000 ლარი შესწირა, ამავე კომპანიის 30%-ის მფლობელმა გოჩა ჩოკოშვილმა ოცნებას 50,000 გადაურიცხა, იბეროილის 20%-იანი წილის მფლობელმა ირაკლი პეტრიაშვილმა 20,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა, ასევე 20,000 ლარი გადარიცხა იბეროილის 20%-ის მფლობელმა დავით ალიბეგაშვილმა.

წელს სულ პოლიტიკური შემოწირულობა 281-მა პირმა განახორციელა, მათგან ქართულ ოცნებას 151-მა პირმა შესწირა თანხა. შემოწირულობებით მეორე პოზიციას იკავებს ძლიერი საქართველო – “ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” – რომელსაც 320,125 ლარი გადაურიცხეს, ხოლო მესამე ადგილზე მყოფმა “კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროამ” შემოწირულობების სახით 153,137 ლარი მიიღეს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ინიციატივით, საქართველო მსოფლიოს პირველ ქვეყნებს უერთდება, სადაც AI სასკოლო პროგრამის ნაწილია. წელს AI წიგნიერების სასკოლო პროექტი საპილოტე…
ეროვნული ბანკი კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯის“ 572.118 მლნ ლარით დაჯარიმების მიზეზებს განმარტავს

ეროვნული ბანკი კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯის“ 572.118 მლნ ლარით დაჯარიმების მიზეზებს…

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯი“ 572 118 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსი” ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით წერს. სებ-ის განცხადებაში განმარტებულია პროვაიდერის…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6019 ლარი გახდა.…