შესაძლოა უკუეფექტი ჰქონდეს, კონკურენტული უპირატესობა დავკარგოთ და თანხა სხვა ქვეყნებში ჩაიდოს – ქვარცხავა ბინადრობის ნებართვის გამკაცრებაზე

შესაძლოა უკუეფექტი ჰქონდეს, კონკურენტული უპირატესობა დავკარგოთ და თანხა სხვა ქვეყნებში ჩაიდოს – ქვარცხავა ბინადრობის ნებართვის გამკაცრებაზე

“უკუეფექტი შესაძლოა იყოს ის, რომ კონკურენტული უპირატესობა დავკარგოთ სხვა ქვეყნებთან შედარებით და ინვესტიციის ჩვენთან დაბანდების ნაცვლად, სხვაგან ჩაიდოს თანხა”, – ასე აფასებს BLC Law Office-ის მმართველი პარტნიორი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გამკაცრების ინიციატივას.

საქმე ისაა, რომ „ქართული ოცნება“ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების აღებას ამკაცრებს. კერძოდ, თუ უცხოეთის მოქალაქეს აქამდე შეეძლო, საქართველოში 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება შეეძინა და ამით ერთი წლით საქართველოში ბინადრობის უფლება მიეღო, ახლა ეს ზღვარი 150 ათას დოლარამდე გაიზრდება.

როგორც ქეთი ქვარცხავა BMG-სთან აცხადებს, სავარაუდოდ, ბინადრობის ნებართვის გამკაცრების მიზანია, რომ უძრავ ქონებაში მეტი ინვესტიცია ჩაიდოს. თუმცა მისივე თქმით, შესაფასებელია, ხომ არ გამოიწვევს ეს უკუეფექტს და ინვესტიციების სხვა ქვეყნებისკენ მიმართვას.

„ბინადრობის ნებართვის გაცემა, ისევ როგორც განსაკუთრებით მოქალაქეობის გაცემა, არის დისკრეციული პროცესი ყოველი ქვეყნისთვის, ანუ სუვერენული უფლებაა ნებისმიერი ქვეყნის, რომ თავად განსაზღვროს, რა შემთხვევაში იძლევა ნებართვას, როგორც ბინადრობაზე, ასევე მოქალაქეობაზე. რაც შეეხება 100 000 დოლარიდან ზღვრის 150 000 $-მდე გაზრდას ერთწლიანი ნებართვის, ვფიქრობ, გასააზრებელია, რამდენად ადეკვატურია ნებისმიერ შემთხვევაში რაიმე ფასის დადება, იმიტომ რომ, როდესაც უძრავ ქონებას იძენს ადამიანი, ცხადია, ის შეიძლება, გრძელვადიან მიზნებს ისახავდეს საქართველოს მიმართ.

[ზღვრის გაზრდის] მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ ქვეყანაში მეტი ინვესტიცია შემოვიდეს უძრავი ქონების სფეროში. იმედია, რისკები გააზრებულია, იმიტომ რომ, შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყანა, რომელიც ანალოგიურ პირობებს სთავაზობდეს [ინვესტორებს] და ამაში ჩვენ კონკურენტულები აღარ აღმოვჩნდეთ, მაგრამ ეს საკითხი შესწავლას საჭიროებს. სხვა ქვეყნებში, რომლებიც ასევე ბინადრობის ნებართვას იძლევიან გარკვეული ინვესტიციის საფასურად, რა კრიტერიუმებია მოცემული და რამდენად უფრო მარტივია იქ ასეთი პირობების დაკმაყოფილება. საჭიროა გავიაზროთ, ეს ხომ არ შეამცირებს პირიქით ინვესტიციებს, იმიტომ რომ შეიძლება სხვა ქვეყანას უკეთესი კონკურენტული უპირატესობა ჰქონდეს ამ ნაწილში. უკუეფექტი შესაძლოა იყოს ის, რომ კონკურენტული უპირატესობა დავკარგოთ სხვა ქვეყნებთან შედარებით და ჩვენთან დაბანდების ნაცვლად, სხვაგან ჩაიდოს ეს თანხა. თუმცა, ეს არის კვლევის საგანი. ვიცი, რომ მაგალითად, საბერძნეთი, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა დაახლოებით 300 000 დოლარის ინვესტიციას ითხოვს იმისათვის, რომ ბინადრობის ნებართვები გასცეს. თუმცა, ეს არის ევროკავშირის ქვეყანა, მათ სხვა უპირატესობა აქვთ, ისინი არიან გაცილებით წინ ჩვენზე ამ მიმართულებით“, – განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.

 

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

მიგრაციის დეპარტამენტმა 53 უცხოელი დააკავა – შსს

მიგრაციის დეპარტამენტმა 53 უცხოელი დააკავა – შსს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ზუგდიდში, ქობულეთსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს.…
ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია, თუმცა საზღვაო ბლოკადა ძალაში დარჩება – დონალდ ტრამპი

ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია, თუმცა საზღვაო ბლოკადა ძალაში დარჩება…

ირანმა ახლახან გამოაცხადა, რომ ირანის სრუტე სრულად გაიხსნა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ჰორმუზის სრუტე სრულად…
განმუხურის სანაპირო ზოლის აღდგენა აქტიურ ფაზაშია – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

განმუხურის სანაპირო ზოლის აღდგენა აქტიურ ფაზაშია – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მიმდინარე ნაპირდაცვის მასშტაბურ…