“ჩვენი მოლოდინით, 2026 წელს საშუალოდ ინფლაცია 3.5% იქნება” – სებ

“ჩვენი მოლოდინით, 2026 წელს საშუალოდ ინფლაცია 3.5% იქნება” – სებ

ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო და დეკემბრის მდგომარეობით, ინფლაციის წლიურმა დონემ 4.0% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით, 0.2%-ით არის შემცირებული, – ამის შესახებ სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამთა სოფრომაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების საზომები მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით დაბალია.

„მაგალითად, საბაზო ინფლაცია, რომელიც სურსათის, ენერგორესურსების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს მთლიანი ინფლაციიდან, დეკემბრის მდგომარეობით დაახლოებით 1.6% არის. ასევე მომსახურების ინფლაცია, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, კვლავ 3%-იან მაჩვენებლის ქვემოთ არის და 2.5%-ს შეადგენს“, – განაცხადა სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი აქვეყნებს მაკროეკონიმიკურ პროგნოზების სცენარებს და ცენტრალური პროგნოზი, რაც არის მთავარი ორიენტირი გადაწყვეტილებების მიღებისას, ცენტრალური სცენარის მიხედვით, ინფლაციას ეტაპობრივად ნორმალიზება უნდა დაეწყო წლის ბოლოდან.

„ჩვენი მოლოდინით 2026 წელს საშუალოდ ინფლაცია 3.5% იქნება“, – აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.

ცნობისთვის, დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა.

მსგავსი სიახლეები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8,25%-მდე გაზარდა. სებ-ი ამ გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომს და მისგან…
2026 წელს წლიური ინფლაცია 5.6%-ს მიაღწევს – TBC Capital

2026 წელს წლიური ინფლაცია 5.6%-ს მიაღწევს – TBC Capital

თიბისი კაპიტალი წელს უფრო მაღალ ინფლაციას ელის. მაკროეკონომიკური განახლების თანახმად, ელექტროენერგიის ტარიფისა და იმპორტული ფასების ზრდის გათვალისწინებით, დარჩენილ თვეებში გარკვეულწილად ნორმალიზების…
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, სსფ-ის წესდების მეოთხე მუხლის დებულებით გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში, საქართველოში სამუშაობა ვიზიტი დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს…