2024 წლის იანვარ-მაისის წინასწარი მონაცემებით, ჩინეთი, 691.6 მილიონ დოლარიანი ბრუნვით, საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ ხუთ თვეში ჩინეთზე საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 8.2% მოდიოდა.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში საქართველომ ჩინეთიდან 5-ჯერ მეტი პროდუქცია იყიდა, ვიდრე გაყიდა. ამასთან, წლიურ ჭრილში იმპორტის ზრდა და ექსპორტის კლება ფიქსირდება.
ჩინეთიდან იმპორტი
577.9 მლნ დოლარის იმპორტით, ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორია. წლის პირველ 5 თვეში იმპორტი 33%-ით გაიზარდა და საქართველოს მთლიან იმპორტში მისი წილი 9.4% იყო.
ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები ასე გამოიყურება:
გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – $22.8 მლნ;
ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი – $20.9 მლნ;
სატვირთო ავტომობილები – $19.9 მლნ;
მოწყობილობები ჰაერის კონდენცირებისათვის – $19.5 მლნ;
მსუბუქი ავტომობილები – $18.6 მლნ.
ჩინეთში ექსპორტი
ჩინეთი მეშვიდეა საქართველოს საექსპორტო პარტნიორების ჩამონათვალში. იანვარ-მაისში ექსპორტი წლიურად 41.2%-ით შემცირდა და 113.7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 5%-ია.
ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები ასე გამოიყურება:
ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – $72.6 მლნ;
კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები – $15.8 მლნ
ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – $10 მლნ;
სპილენძის ნარჩენები და ჯართი – $4.2 მლნ;
ყურძნის ნატურალური ღვინოები – $3 მლნ.
ცნობისთვის, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა. საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გასულ წელს გააფორმა. ამასთან, მიმდინარე წლის 28 მაისიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება შევიდა ძალაში.
7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და ობიექტი შემოწმდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტირება საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის…
7 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6210 ლარი გახდა.…
პეკინის გამზირის N37-ის მიმდებარედ კომპანია „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების ქსელზე დაგეგმილი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 8 აგვისტოს 00:30 საათიდან 22:00…