ჩინური Zhongbo Group-ი საქართველოში ინვესტირებას განიხილავს – ეკონომიკის სამინისტრო

ჩინური Zhongbo Group-ი საქართველოში ინვესტირებას განიხილავს – ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ჩინური ენერგეტიკული კომპანია Zhongbo Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს განიხილავს.

უწყების ცნობით, მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინურ კომპანია Zhongbo Group-თან შეხვედრაზე საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული საინვესტიციო გარემო, დარგის განვითარების სტრატეგია, რეფორმები და მნიშვნელოვანი პროექტები განიხილა.

“შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა კომპანიის ხელმძღვანელებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის, დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკის დარგის განვითარებაზე და იმ მიმართულებებზე, რომლებსაც მთავრობა კერძო სექტორის მხარდასაჭერად ახორციელებს როგორც ჰიდრორესურსების, ისე მზის, ქარისა და ზოგადად, ქვეყნის განახლებადი ენერგიების პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათ დიდი ინტერესი აქვთ, სიღრმისეულად შეისწავლონ და საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის სხვადასხვა სექტორებში განახორციელონ მნიშვნელოვანი ინვესტიციები.

ჩინურ კომპანიასთან გამართულ შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, ასევე სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე სოხაძე ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანია Zhongbo Group, რომლის სათავო ოფისი პეკინში მდებარეობს, 1991 წელს დაარსდა და დასაქმებული ჰყავს 10 000-ზე მეტი ადამიანი. 40-ზე მეტი შვილობილი კომპანიით Zhongbo Group-ი მსოფლიოს მასშტაბით 26 ქარხნის მშენებლობაში ახორციელებს ინვესტიციებს. განახლებადი ენერგიის სფეროში ჯგუფი მსხვილმასშტაბიანი მზისა და ქარის ელექტროსადგურების, ბატარეებში დაგროვებითი სადგურების, ასევე კომბინირებული განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების ინვესტირებასა და მშენებლობას ახორციელებს. Zhongbo Group-ი ჩინეთში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის წლიური შემოსავალი 6 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

მსგავსი სიახლეები

ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ

ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ…

ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ. ირანის შეიარაღებულძალების განცხადებას ირანული სახელმწიფო მედია ავრცელებს. მათი თქმით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე…
პუტინის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათით ცეცხლი შეწყდება

პუტინის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათით ცეცხლი შეწყდება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის საღამომდე ცეცხლი შეწყდება ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. „ვლადიმერ პუტინის…
9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი…