წელს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვეს – Galt & Taggart

წელს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვეს – Galt & Taggart

Galt & Taggart-ის შეფასებით, მიმდინარე წელს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვეს. ირანში მიმდინარე ომის გამო, საინვესტიციო ბანკმა შეცვალა წინა პროგნოზი, რაც რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირებას ითვალისწინებდა.

“2026 წლის 25 მარტს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0%-ზე დატოვა. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ახლო აღმოსავლეთში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობითა და ჰორმუზის სრუტეში შეფერხებებით, რამაც გლობალური მიწოდების ჯაჭვები დააზიანა და ენერგომატარებლებისა თუ ტრანსპორტირების ხარჯები გაზარდა.

იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე ინფლაციური წნეხი ახლო აღმოსავლეთის ესკალაციიდან მომდინარეობს, ხოლო ინფლაციის პროგნოზი ამ მოვლენებამდეც უკვე გადახედილი იყო ზრდის მიმართულებით ჩვენ ველით, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად შეინარჩუნებს 2026 წლის განმავლობაში. ეს განსხვავდება ჩვენი ადრინდელი მოლოდინისგან, რომელიც ძირითადი განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირებას ითვალისწინებდა”, – წერს Galt & Taggart-ი.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 6 მაისს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა ბანკმა ბოლოს განაკვეთი 2024 წლის მაისში შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება – Galt & Taggart

2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება – Galt &…

Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე აცხადებს, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ ბანკს 2027 წლის პირველი კვარტლის ბოლოდან ექნება, რაც ინფლაციის…
2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 3 641 ბინა გაიყიდა – Galt & Taggart

2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 3 641 ბინა…

Galt & Taggart-მა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების, მიმდინარე წლის, აპრილის მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის აპრილში პირველად ბაზარზე მოთხოვნა აღდგა…
2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9 მლნ კვ.მ შეადგინა, სადაც 55% კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე მოდის – Galt & Taggart

2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9 მლნ…

Galt & Taggart-მა კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც თბილისში საოფისე უძრავ ქონებას მიმოიხილავს. დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9…