წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი მსოფლიოში და საქართველოში საწვავზე ფასების ზრდაა – სებ

წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი მსოფლიოში და საქართველოში საწვავზე ფასების ზრდაა – სებ

მიმდინარე წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში საწვავზე ფასების ზრდაა, ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვაშია” აღნიშნული.

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზია მოცემული.

ინფლაციასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარების და ლოგისტიკური პრობლემების ფონზე ოქტომბერში საწვავის ფასებმა ზრდა განაგრძო, რამაც თვის ინფლაცია 0.33 პროცენტული პუნქტით გაზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა ასევე საწვავის ფასებს აქვს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბენზინისა და დიზელის ფასები, შესაბამისად, 37%-ით და 61%-ით გაიზარდა, რამაც მთლიან ინფლაციაზე ჯამურად 1.8 პპ-ის გავლენა მოახდინა. სურსათის გავლენა ინფლაციაზე წლის დასაწყისთან შედარებით მცირდება. ოქტომბერში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ინფლაციამ 3.1%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 1.1 პპ შეადგინა. აქედან გამოსარჩევი ძროხის ხორცის (0.4 პპ) და პურის (0.3 პპ) გაძვირებაა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ელექტროენერგიის გადასახდელის (0.5 პპ) და ჯანდაცვის (0.7 პპ) წვლილები. წლიურ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის (0.7 პპ) შემცირებამ მოახდინა – სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული ახალი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის სრულად გაუქმების შედეგად, უმაღლესი სასწავლებლის გადასახდელი ჯამში 33%-ით შემცირდა. ამავდროულად, ხანგრძლივი მოხმარების საქონლის კატეგორიაში, საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაიაფების ხარჯზე, დეფლაციური ტენდენცია (0.1 პპ) ნარჩუნდება.

ძირითადი ტენდენციები ასეთია:

ინფლაცია

  • ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.9%-ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, ოქტომბერში 3.9% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია 4%-ს გაუტოლდა


საბანკო სექტორი

  • სექტემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების წლიური ზრდის ტემპი 2.1 პპ-ით დაჩქარდა და 16.9% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია სექტემბერში 43%-ზე შენარჩუნდა
  • სექტემბერში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ 41.5% შეადგინა


საგარეო სექტორი

  • იმპორტი – წლიურად 15.3%-ით გაიზარდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. სექტემბრის იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების საქონელმა განაპირობა, რომლის კონტრიბუციამ მთლიანი იმპორტის ზრდაში 10.5 პპ შეადგინა
  • ექსპორტი – 4%-ით გაიზარდა და 731.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სექტემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა შუალედური მოხმარების საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა (4.5 პპ კონტრიბუციით)
  • სექტემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 26.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა – რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს, 8.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია

მსგავსი სიახლეები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის…

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერში დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს…
ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.9 პროცენტი შეადგინა –  საქსტატი

ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.9 პროცენტი შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში — 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9…
Fitch Ratings-ის ანგარიშით, საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი საერთაშორისო რეზერვების ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია – სებ

Fitch Ratings-ის ანგარიშით, საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი…

საკრედიტო-სარეიტინგო კომპანიამ, Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, პერსპექტივის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი…