წელს საქართველომ $165.6 მილიონის ღვინო გაყიდა – TOP ექსპორტიორი კომპანიები

წელს საქართველომ $165.6 მილიონის ღვინო გაყიდა – TOP ექსპორტიორი კომპანიები

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 165.6 მლნ დოლარის ყურძნის ნატურალური ღვინოები გაიტანა ექსპორტზე, რაც წლის ჭრილში 15.8%-იანი კლებაა. ღვინო საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში მეორე უმსხვილესი სასაქონლო კატეგორიაა.

ღვინის ექსპორტის კლება ძირითადად რუსეთის ბაზართან არის კავშირში. 2025 წლის 8 თვეში, ღვინის ექსპორტში 103 მილიონი დოლარი, ანუ 62% რუსეთზე მოდიოდა. გასულ წელს რუსეთში აქციზის ზრდის ფონზე, წელს ამ მიმართულებით ღვინის ექსპორტი 24%-ით არის შემცირებული.

ღვინის 10 ძირითადი საექსპორტო ბაზარი ასე გამოიყურება:

  • რუსეთი – $103.3 მლნ
  • პოლონეთი – $11.5 მლნ
  • უკრაინა – $8.2 მლნ
  • ჩინეთი – $6.5 მლნ
  • ყაზახეთი – $5.9 მლნ
  • ბელარუსი – $5.5 მლნ
  • აშშ – $4.1 მლნ
  • გერმანია – $3.7 მლნ
  • ლატვია – $3.1 მლნ
  • ლიეტუვა – $1.8 მლნ

მსგავსი სიახლეები

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი – „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს – კობახიძე

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი – „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო…

მიხარია, რომ ამ უმშვენიერეს სოფელ სანავარდოში ვხსნით დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს – „ასკანელი რეზორტს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…
ყველა იმ ოჯახსაც, რომელსაც საცხოვრისის პრობლემა არ აქვს, ექნება უფლება, მოგვმართოს და კომპენსაცია მიიღოს – მიხეილ სარჯველაძე

ყველა იმ ოჯახსაც, რომელსაც საცხოვრისის პრობლემა არ აქვს, ექნება…

„დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ირიცხებიან იმ ოჯახთა სიაში, ვისაც სახელმწიფომ შეუსრულა ვალდებულება განსახლებასთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფოსგან კომპენსაცია. ყველა იმ…
სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 ათასით შემცირდა

სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 ათასით შემცირდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 241-ით შემცირდა. შედეგად საარსებო შემწეობას ჯამში 547…