საქართველოში უცხოელი ვიზიტორების დანახარჯები მზარდია. საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 11.3 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11%-ით აჭარბებს.
უცხოელი ვიზიტორების დანახარჯები განსაკუთრებით მაღალი იყო III კვარტალში და 5.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 18.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ამასთან, კვარტალის ჭრილში რეკორდულ შედეგს წარმოადგენს.
უფრო დეტალურად, კვარტალების მიხედვით, არარეზიდენტი ვიზიტორების დანახარჯები ასე ნაწილდება:
I კვარტალი – ჯამური დანახარჯი ₾2.2 მლრდ/საშუალოთვიური დანახარჯი ₾721.1 მლნ;
II კვარტალი – ჯამური დანახარჯი ₾3.4 მლრდ/საშუალოთვიური დანახარჯი ₾1.12 მლრდ;
III კვარტალი – ჯამური დანახარჯი ₾5.7 მლრდ/საშუალოთვიური დანახარჯი ₾1.9 მლრდ.
შეგახსენებთ, 2023 წელს საქართველომ ვიზიტორებისგან 12.9 მილიარდ ლარამდე შემოსავალი მიიღო, რაც 20.5%-ით აჭარბებდა 2022 წლის მაჩვენებელს.
მიმდინარე წელს მთავრობა ტურიზმიდან 4.5 მლრდ აშშ დოლარის მიღებას ელის.
2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre…
7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6128 ლარი გახდა.…