0%-იანი საშემოსავლო გადასახადი ინოვაციურ სტარტაპებს – მთავრობა 1 წლის წინ დაანონსებულ შეღავათებს ამტკიცებს

0%-იანი საშემოსავლო გადასახადი ინოვაციურ სტარტაპებს – მთავრობა 1 წლის წინ დაანონსებულ შეღავათებს ამტკიცებს

ინოვაციური სტარტაპები 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ და მათ შორის 3 წლით, ნულოვანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მას არ დაუკონკრეტებია, როდის ამოქმედდება ინიციატივა, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაანონსდა. საქმე ისაა, რომ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის განსაზღვრა და ამ სტატუსის მქონე კომპანიებისთვის გადასახადების განულება ირაკლი კობახიძემ გასული წლის 19 მარტს, GITA-ს 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე დააანონსა და აღნიშნა, რომ შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას მთავრობა ძალიან მალე დაარეგისტრირებდა.

“ინოვაციები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ამ კუთხით საზოგადოებას ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს ვთავაზობთ. კერძოდ, ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში, აქედან პირველი 3 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან 0%-ით. ეს ინიციატივა ახალი ინოვაციური სტარტაპების დაფუძნებას შეუწყობს ხელს, ასევე საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას, ინვესტიციების შემოდინებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ინოვაციურ ჰაბად გარდაქმნას, რაც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ეს ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საგადასახადო მხარდამჭერი მექანიზმების შემოღებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც, რომლებიც ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნით არიან დაკავებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს, მთავრობის სხდომის დღის წესრიგში 8 საკითხია, მათ შორის მთავრობის დადგენილების პროექტი „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი წარადგენს.

 

მსგავსი სიახლეები

უპასუხისმგებლო კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ – რევაზ სოხაძე

უპასუხისმგებლო კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ – რევაზ სოხაძე

ტენდერებში მონაწილეობის საკითხს მხოლოდ კანონმდებლობა წყვეტს და არა რომელიმე ჩინოვნიკი. თუ კანონმდებლობით კონკრეტულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა შეზღუდული, მას…
საგარეო უწყება: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ბოლო წლებში უკრაინის ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებსა

საგარეო უწყება: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა…

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას…
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე…

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.…