11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ნოემბერში ჯამში 70 ქვეყანაში 90 352 135 ლიტრი ქართული ღვინო გაიყიდა. შესაბამისად ქართულ ღვინოს მთლიან ექსპორტში უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის 4.4%-ით მეოთხე ადგილი უკავია.

ექსპორტით მიღებული შემოსავალი რეკორდულია, თუმცა მოცულობების მიხედვით, რეკორდული წელი 2022 წელს იყო [94 857 548 ლიტრი]. მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 9.2%-ით, მოცულობა კი 8.5%-ით გაიზარდა.

ქართული ღვინის გაყიდვების დიდი წილი ტრადიციულად რუსეთზე მოდის. 11 თვეში რუსეთს მთლიან ექსპორტში 67.1% უკავია. წლის ამ პერიოდში ჩრდილო მოსაზღვრე ქვეყანაში ღვინის გაყიდვები 11.8%-ით გაიზარდა და 176 მილიონ 264 ათასი დოლარი შეადგინა. ჯამში რუსეთში 64 586 347 ლიტრი ღვინო გავიდა.

TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  1. რუსეთი – $176.2 მლნ, 64 586 347 ლიტრი;
  2. პოლონეთი – $15.1 მლნ, 6 114 473 ლიტრი;
  3. უკრაინა – $11.7 მლნ, 4 192 732 ლიტრი;
  4. ყაზახეთი – $9.7 მლნ, 2 995 254 ლიტრი;
  5. ჩინეთი – $8.2 მლნ, 2 377 396 ლიტრი;
  6. ბელარუსი – $6.8 მლნ, 2 408 898 ლიტრი;
  7. აშშ – $6.7 მლნ, 1 151 278 ლიტრი;
  8. გერმანია – $5.5 მლნ, 1 215 415 ლიტრი;
  9. ლატვია – $3.7 მლნ, 1 021 834 ლიტრი;
  10. ლიეტუვა – $2.1 მლნ, 633 416 ლიტრი.

მსგავსი სიახლეები

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია…

2026 წლის 7 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების…
გივი მიქანაძე სომხეთის განათლების მინისტრს შეხვდა – რაზე ისაუბრეს

გივი მიქანაძე სომხეთის განათლების მინისტრს შეხვდა – რაზე ისაუბრეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა…
“გამოცხადებულია ბაზრის კვლევა, რომ ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდეს ტენდერი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე – თამარ იოსელიანი

“გამოცხადებულია ბაზრის კვლევა, რომ ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდეს ტენდერი სარკინიგზო…

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია“, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.…