პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან დამატებითი გაზის ხელშეკრულებაზე მიღწეული შეთანხმებით საქართველო დამატებითი გაზის ხელშეკრულებით კვლავ 500 მლნ მ3 გაზი შემოვა.
ასე უპასუხა მან BMG-ის კითხვას, რომელიც აზერბაიჯანთან განახლებული კონტრაქტის პირობებს შეეხებოდა.
“არ ვიცი ამ დეტალებში შეიძლება შევიდეთ თუ არა, მაგრამ კიდევ ერთხელ, რაც შეეხება მთავარ არსს, იყო 20-წლიანი ხელშეკრულება, რომელსაც ვადა ეწურებოდა წელს. ეს 20-წლიანი [ხელშეკრულება] გახანგრძლივდა 20 წლით. მოცულობა არ შეცვლილა. ანუ იგივე 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი საქართველოში შემოვა ამ 20-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ეს არის გარანტირებული მოცულობა და ფასი იქნება ისევ სოციალური, როგორც მანამდე იყო დადგენილი”, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე რომელი მილსადენით მიიღებს საქართველო აზერბაიჯანიდან გაზს და დათმობს თუ არა თავის წილს სამხრეთ კავკასიის მილსადენში (SCP), რათა აზერბაიჯანულმა მხარემ ევროკავშირისთვის უფრო მეტი გაზი მიწოდება შეძლოს.
კობახიძე პასუხობს: “ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რაც შეეხება შაჰდენიზს: სამი ძირითადი მიმართულებაა ხომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდებაზე, იმპორტზე და ტრანზიტზე. არის შაჰდენიზი, არის ეს 20-წლიანი ხელშეკრულება და არის კიდევ მესამე ხელშეკრულება, რომელიც ძალიან კარგი პირობებით აქვს ასევე საქართველოს. მთლიანობაში ჩვენი შეთანხმება შეეხებოდა სამივე მიმართულებას და ქვეყანამ მიიღო იდეალური პირობები. ისე, რომ მოცულობები, მაგალითად შაჰდენიზთან დაკავშირებით თუ ზოგადად მოცულობები გაინტერესებთ, მოცულობები არ შემცირებულა, პირიქით, გარანტირებული მოცულობა გაეზარდა ქვეყანას, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი მიღწევა. ანუ, საქართველოს გაეზარდა გარანტირებული მოცულობა, რასაც მიიღებს აზერბაიჯანიდან იმპორტის სახით”.
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან…
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს, რომელიც საქართველოს, სახელმწიფო ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციის…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს მიმართავს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა…