2023 წელს სახელმწიფო საწარმოებმა 235 მილიონი ლარის ზარალი განიცადეს

2023 წელს სახელმწიფო საწარმოებმა 235 მილიონი ლარის ზარალი განიცადეს

2023 წელს სახელმწიფო საწარმოების ზარალმა 235 მილიონი ლარი შეადგინა – ამის შესახებ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტზე თანდართული, ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტიდან ირკვევა.

ანგარიშის თანახმად, 2023 წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული 200 კომპანიის ჯამური ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც მათ მთლიანობაში 235 მილიონი ლარის ზარალი განიცადეს. შედარებისთვის, 2022 წელს ამ კომპანიებს 1.35 მილიარდი ლარის წმინდა მოგება ჰქონდათ, რაც უმეტესწილად გაცვლითი კურსის ეფექტით იყო განპირობებული, 2023 წელს კი ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება არ მომხდარა, შესაბამისად აღნიშნულ ფაქტორს სახელმწიფო საწარმოების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. წლების მიხედვით სახელმწიფო საწარმოების შედეგები ასე ნაწილდება:

  • 2019 წელს – ზარალი 237 მილიონი ლარი;
  • 2020 წელს – ზარალი 1.07 მილიარდი ლარი;
  • 2021 წელს – მოგება 537 მილიონი ლარი;
  • 2022 წელს – მოგება 1.35 მილიარდი ლარი;
  • 2023 წელს – ზარალი 235 მილიონი ლარი.

“ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მომზადების მიზნებისთვის 2023 წელს ფინანსური ანგარიშგებები წარმოადგინა 200-მა საწარმომ.

მარაბდა-კარწახის რკინიგზის გარეშეს სახელმწიფო საწარმოთა ზარალმა 2023 წელს შეადგინა 206 მილიონი ლარი, ხოლო მარაბდა-კარწახის რკინიგზის ჩათვლით ზარალმა შეადგინა 235 მლნ ლარი.

2023 წელს გაცვლითი კურსის ეფექტს არ მოუხდენია არსებითი გავლენა სახელმწიფო საწარმოთა ფინანსურ შედეგებზე. ამასთან, საწარმოები კვლავ რჩებიან მოწყვლადები საგარეო ფაქტორების მიმართ. კურსთაშორისი სხვაობიდან წარმოქმნილი მაქსიმალური ზარალი სახელმწიფო ელექტროსისტემაში 20.9 მილიონი ლარის ოდენობით დაფიქსირდა, თუმცა, ამავე დროსო კომპანიამ 2023 წლის საანგარიშო წელი დახურა 85 მილიონი ლარის წმინდა მოგებით. დაახლოებით ამდენივე ოდენობით – 86.8 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა წელი საქართველოს რკინიგზამ, რაც სახელმწიფო საწარმოთა შორის 2023 წელს დაფიქსირებული მაქსიმალური ფინანსური შედეგი იყო,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება – მინისტრი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება…

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით,…
რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა – საქსტატი

რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, გაძვირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 12%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში…
აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა – საქსტატი

აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა, ეს წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია და ეროვნული ბანკის…