2024 წელს ბარელი ქართული ნავთობის საშუალო ფასი 75 დოლარი იყო

2024 წელს ბარელი ქართული ნავთობის საშუალო ფასი 75 დოლარი იყო

საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 40 ათასი ტონა – ანუ დაახლოებით 300,000 ბარელი ნედლი ნავთობი იწარმოება. კანონმდებლობის თანახმად, კერძო ინვესტორებთან დადებულ ხელშეკრულებებში მხარეს წარმოადგენს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომელიც კომპანიებისგან ნატურის ანუ ნედლი ნავთობის სახით იღებს შემოსავალს.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციის 2024 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2024 წელსკორპორაციამ 131,157 ბარელი ნედლი ნავთობის რეალიზაცია მოახდინა. რეალიზაციის ჯამურმა თანხამ შეადგინა 9,925,000 აშშ დოლარი შეადგინა, ეს კი ბარელზე 75.7 დოლარს შეადგენს.

შედარებისთვის, 2023 წელს, კორპორაციის მიერ მხოლოდ 88,866 ბარელი ნავთობის გაყიდვა მოხდა.

საქართველოს სახელმწიფოსა და ნავთობის სექტორში ინვესტორ კომპანიებს შორის გაფორმებულია 24 ხელშეკრულება, რომელთა ფარგლებშიც ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გარდა მოქმედებს 7 ნავთობკომპანია: “ნორიოს საოპერაციო კომპანია“; „ბლოკ ოფერეითინგ კომპანი“; ,,ქურა ბეისინ ოფერეითინგ კომპანი“; „ენ-ვი-პი ჯორჯია“; „ვესტ გალფ პეტროლიუმ ინჯინერინგ“; „ჯორჯია ქოალიშენ ენერჯი ლიმითედ“; „ოუ -ემ -ვი პეტრომი“.

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება – მინისტრი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება…

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით,…
რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა – საქსტატი

რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, გაძვირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 12%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში…
აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა – საქსტატი

აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა, ეს წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია და ეროვნული ბანკის…