2024 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვა 11.6%-ით 228 მლრდ ლარამდე გაიზარდა

2024 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვა 11.6%-ით 228 მლრდ ლარამდე გაიზარდა

2024 წელს წინა წელთან შედარებით, ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6%-ით 228.5 მილიარდამდე გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. შარშან მისი მოცულობა 90.5 მილიარდი ლარი იყო, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 16%-ით მეტია.

გასულ წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 68% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 16% — საშუალოზე, ხოლო 16.5% კი — მცირე ბიზნესზე.

განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 47%, საშუალოზე — 25.5%, ხოლო მცირე ბიზნესზე — 28%.

2024 წელს საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა — 115 მილიარდი ლარი (2023 წელთან შედარებით 5.4%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 71.4 მილიარდი ლარი (2023 წელთან შედარებით 0.2%-ით მეტი) შეადგინა.

შარშან ბიზნესს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 866 ათასი კაცი იყო, რაც წლიურად 5.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20% — საშუალოზე, ხოლო 40% — მცირე ბიზნესზე.

ბიზნესს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2024 ლარს გაუტოლდა (2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 197 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი ასეთია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 297.4 ლარი;

⦁ საშუალო ზომის ბიზნესი – 2 443.8 ლარი;

⦁ მცირე ბიზნესი – 1 437.5 ლარი

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 34% ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო ხელოვნება, გართობა და დასვენება 33.5% წილით, შემდეგ კი — დამმუშავებელი მრეწველობა 7.9% წილით, მშენებლობა — 6.6% წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.6% წილით,

2024 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებდა დამმუშავებელი მრეწველობა (19%) და მშენებლობა (18.7%), შემდეგ მოდიოდა ვაჭრობა (18.5%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.2%). დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამმუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები.

მსგავსი სიახლეები

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი – „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს – კობახიძე

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი – „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო…

მიხარია, რომ ამ უმშვენიერეს სოფელ სანავარდოში ვხსნით დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს – „ასკანელი რეზორტს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…
ყველა იმ ოჯახსაც, რომელსაც საცხოვრისის პრობლემა არ აქვს, ექნება უფლება, მოგვმართოს და კომპენსაცია მიიღოს – მიხეილ სარჯველაძე

ყველა იმ ოჯახსაც, რომელსაც საცხოვრისის პრობლემა არ აქვს, ექნება…

„დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ირიცხებიან იმ ოჯახთა სიაში, ვისაც სახელმწიფომ შეუსრულა ვალდებულება განსახლებასთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფოსგან კომპენსაცია. ყველა იმ…
სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 ათასით შემცირდა

სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 ათასით შემცირდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 241-ით შემცირდა. შედეგად საარსებო შემწეობას ჯამში 547…