2024 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტო 20 საგრანტო პროექტს ახორციელებდა, რომლის საგრანტო პორტფელიც დაახლოებით 100 მილიონი ლარი იყო. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
საერთაშორისო პროექტებსა და ღონისძიებებში უწყების ძირითადი პარტნიორები KfW, CNF, შვედეთის მთავრობა, bp იყვნენ.
სამინისტროს ანგარიშში თითოეული პარტნიორის მიერ მხარდაჭერილი პროექტია დასახელებული:
გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, 4 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ადგილობრივი თემებისთვის სოციალურ-ეკონომიკური (FPA) კომპონენტის განხორციელება. მიმდინარე პერიოდისთვის გაცემულ იქნა დაახლოებით 150 000 ლარის ოდენობის გრანტი;
შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ “გადავარჩინოთ ბუნება – საქართველოს“ ფარგლებში, განხორციელდა სააგენტოს სტრატეგიული დოკუმენტაციების შემუშავება, სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება, აღჭურვილობის შესყიდვა და სხვა.
დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტომ მონაწილეობა მიიღო შემდეგი ქვეყნების საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში: საუდის არაბეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი;
სააგენტომ ორგანიზება გაუწია ჩინეთის ტურისტული და მედია კომპანიების სამუშაო ვიზიტს დაცულ ტერიტორიებზე;
რაც შეეხება დაცულ ტერიტორიებზე რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობას, ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს აშენდა თბილისის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი 6 ვიზიტორთა ცენტრის პროექტირება-მშენებლობაზე კი მუშაობა მიმდინარეობს
ამასთან, საანგარიშო პერიოდში მოეწყო ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჯამში დაახლ. 680 კმ სიგრძის ეკოტურისტული ბილიკების ქსელს; მიმდინარეობს 290 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების, 7 ტურისტული თავშესაფრის მოწყობა (მათ შორის, შშმ პირებზე ადაპტირებული);
6 დაცულ ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტურისტულ ინფრასტრუქტურას (ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა, ხიდები, ნავმისადგომი, …);
აშენდა 23 ახალი ტურისტული თავშესაფარი, თანამდევი ინფრასტრუქტურით;
ცნობისთვის: საქართველოში 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა, კერძოდ: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 15 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 25 აღკვეთილი, 5 დაცული ლანდშაფტი და ერთი მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. აქედან დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულია 94 დაცული ტერიტორია, ხოლო დაცული ლანდშაფტებისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვაზე პასუხისმგებელია ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. 2024 წლის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების ფართობი 927 751 ჰექტარს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 13,3%-ია.
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ზუგდიდში, ქობულეთსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს.…
ირანმა ახლახან გამოაცხადა, რომ ირანის სრუტე სრულად გაიხსნა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ჰორმუზის სრუტე სრულად…
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მიმდინარე ნაპირდაცვის მასშტაბურ…