2024 წელს კომპანიებმა ქართულ ბაზარზე ₾570 მილიონის ობლიგაციები გამოუშვეს

2024 წელს კომპანიებმა ქართულ ბაზარზე ₾570 მილიონის ობლიგაციები გამოუშვეს

2024 წელს 570 მლნ ლარის მოცულობის საჯარო კორპორაციული ემისია განხორციელდა. როგორც Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსმა ვანო კიკვილაშვილმა BMG-ის უთხრა, ამ მოცულობის ემისია ჯამში 11-მა ქართულმა კომპანიამ განახორციელა. ამას გარდა, შარშან ბაზარს ექვსი ახალი ემიტენტი დაემატა. ემისიების 66% დოლარზე მოდის, 20% – ლარზე, 14% კი ევროზე.

“ქართულ ბაზარზე ძირითადად უცხოური ვალუტის ობლიგაციებს ფიზიკური პირები ყიდულობენ, ხოლო ლარის ობლიგაციებს – კომერციული ბანკები. საპენსიო ფონდიც მონაწილეობს ხოლმე, თუმცა მეტწილად ლარის ემისიებში”, – ამბობს კიკვილაშვილი და ამატებს, რომ შარშან ობლიგაციები ორმა კომერციულმა ბანკმა: ბაზის და ლიბერთი ბანკებმა გამოუშვეს.

ობლიგაცია სავალო ფასიანი ქაღალდია. ემიტენტი გამოსცემს ობლიგაციას, რათა მიიღოს თანხა ინვესტორებისგან, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაასესხონ ფული გარკვეული დროის პერიოდით.

როდესაც ინვესტორი ყიდულობს ობლიგაციას, ის ფულს ასესხებს ობლიგაციის გამომშვებ პირს, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო, საფინანსო ინსტიტუტი ან კორპორაცია. სანაცვლოდ, ინვესტორის წინაშე ემიტენტი ვალდებულია, გაისტუმროს ხელშეკრულებით განსაზღვრული კუპონი (ერთგვარი სარგებლის თანხა, რომელიც განსაზღვრულია კუპონის განაკვეთით) და ნომინალური ღირებულება (სესხად აღებული ძირი თანხა), რომელთა ანაზღაურებაც უნდა მოხდეს ობლიგაციის დაფარვის ვადის ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები

უკრაინა და მოლდოვა EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების მეექვსე კლასტერს 14 ივლისს გახსნიან

უკრაინა და მოლდოვა EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების მეექვსე კლასტერს 14…

ევროკავშირის 27 ქვეყანა ერთხმად შეთანხმდა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყებაზე. „ევრონიუსის“ ცნობით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ელჩებმა მხარი დაუჭირეს…
სუს-ის ცნობით, 4 ოქტომბრის საქმეზე, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს

სუს-ის ცნობით, 4 ოქტომბრის საქმეზე, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს

სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სუს-ის უფროსის მოადგილემ,…
მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა – რა განიხილეს?

მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა…

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვთან ტელეფონით ესაუბრა. საგარეო საქმეთა…