2024 წელს საქართველოში პენსიონერთა რიცხვი 26 ათასით გაიზარდა

2024 წელს საქართველოში პენსიონერთა რიცხვი 26 ათასით გაიზარდა

2024 წლის განმავლობაში საქართველოში ასაკით პენსიონერთა რიცხვი 26 ათასით (3%-ით) გაიზარდა და 864 ათასს მიაღწია, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 23.3%-ია.

ასაკით პენსიონერთა რაოდენობის მატება უკანასკნელ წლებში დაჩქარდა, თუკი 2010-2015 წლებში ის საშუალოდ წლიურად 8 ათასით იზრდებოდა, 2016-2020 წლებში საშუალოდ ყოველწლიურად 15 ათასით, 2020-2024 წლებში კი უკვე წლიურად 20 ათასით იმატებდა. ამასთან, პენსიონერების რაოდენობის მატება პიკური 2023 წელს იყო და 29.8 ათასს შეადგენდა.

მზარდია საპენსიო უზრუნველყოფის ბიუჯეტიც, 2024 წელს მასზე 3.9 მილიარდი ლარი მიიმართა, რაც 2023 წელთან შედარებით 480 მილიონი ლარით ანუ 14%-ით მეტი იყო, მატების ძირითადი მდგენელი ქვეყანაში ასაკობრივი პენსიის ზრდა იყო.

2025 წლისთვის კი ასაკობრივი პენსიის ბიუჯეტი 4.5 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, რაც წლიურად 568 მილიონი ლარის 14.5%-ის მატებას წარმოადგენს.

2025 წლის მდგომარეობით ქვეყანაში საპენსიო პაკეტი ასე ნაწილდება:

  • 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გაიზარდა 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება;
  • 70 წლამდე პირთა პენსია გაიზარდა 20 ლარით და განისაზღვრება 335 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში 400 ლარს შეადგენს.

ბოლო 10 წელში საქართველოში ასაკით პენსიონერთა რიცხვი 167 ათასით არის გაზრდილი.

მსგავსი სიახლეები

9 თვეში ენერგეტიკაში $140 მლნ-მდე FDI ჩაიდო – TOP-10 ინვესტორი კომპანია

9 თვეში ენერგეტიკაში $140 მლნ-მდე FDI ჩაიდო – TOP-10…

2025 წლის 9 თვეში საქართველოს ენერგეტიკის სექტორში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 139.9 მლნ დოლარი შეადგინა. ზრდა 9.3%-ია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
მასწავლებლებისა და ადმინისტრატორებისთვის აშშ-ში გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა – საელჩო

მასწავლებლებისა და ადმინისტრატორებისთვის აშშ-ში გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა – საელჩო

მასწავლებლებისა და ზოგადი განათლების ადმინისტრატორებისთვის გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ს საელჩო წერს. პროგრამის Study of the U.S. Institutes (SUSIs) ფარგლებში,…
კომერციული ვენახის გაშენების ნებართვის აღება უფასო იქნება – სახელმწიფო მევენახეობის რეგულირებას იწყებს

კომერციული ვენახის გაშენების ნებართვის აღება უფასო იქნება – სახელმწიფო…

ღვინის ეროვნული სააგენტო კომერციული ვენახის გაშენებაზე ნებართვების გაცემას 2026 წლის მარტიდან დაიწყებს. ნებართვები უფასო იქნება. ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ ინიციირებული „ვაზისა…