2024 წლის ცხრა თვეში ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან რეკორდული ₾921 მლნ-ის გადასახადი შევიდა

2024 წლის ცხრა თვეში ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან რეკორდული ₾921 მლნ-ის გადასახადი შევიდა

 
 
 

2024 წლის ცხრა თვეში ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან რეკორდული ₾921 მლნ-ის გადასახადი შევიდა

თამბაქო სიგარეტი
 

2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან მიღებული თანხა რეკორდული ტემპით, 31%-ით გაიზარდა და 921 მილიონ ლარს მიაღწია. წინა წელთან შედარებით აღნიშნული თანხა 221 მილიონი ლარით მეტია.

თამბაქოს აქციზი ორ ნაწილად იყოფა, მათგან პირველია სტანდარტული აქციზური მარკა, რომელიც კოლოფზე 1.7 ლარს შეადგენს, ხოლო მეორეა გადასახადის ადვალური კომპონენტი. ადვალური გადასახადი ცვლადია და ის თამბაქოს სარეალიზაციო ფასიდან დაითვლება და მთლიანი ღირებულების 30%-ს შეადგენს.

არსებული მდგომარეობით, ადვალური აქციზიდან მიღებული თანხა ფიქსირებულ აქციზს აჭარბებს. 2024 წლის 9 თვეში ადვალური აქციზიდან შესული თანხა 472 მილიონი ლარი იყო, ხოლო ფიქსირებული აქციზიდან 416 მილიონი ლარი. ხოლო ადგილობრივი წარმოების თამბაქოს აქციზმა 32.5 მილიონი ლარი შეადგინა.

თამბაქოს სარეალიზაციო ღირებულების რა ნაწილს შეადგენს გადასახადები?

თუკი არსებული მდგომარეობით კონკრეტული პროდუქტის ერთი კოლოფის სარეალიზაციო ფასი 8 ლარია, მასში 4.1 ლარი ფიქსირებულ და ადვალურ აქციზზე მოდის (1.70+2.40 ლარი), შესაბამისად აქციზის წონა საბოლოო ფასის 51%-ია. ამას ემატება დამატებული ღირებულების გადასახადი (სარეალიზაციო ფასის 18%), რომელიც 1.44 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ამ სამი გადასახადის – აქციზის და დღგ-ს ჯამი 5.54 ლარია (საბოლოო ფასის 69%), ანუ თამბაქოს რეალიზაციიდან ძირითად შემოსავალს თავად კომპანიის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტი იღებს.

მსგავსი სიახლეები

წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება – რეგიონული განვითარების მინისტრი

წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება – რეგიონული განვითარების…

რეგიონული განვითარების მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. ასე უპასუხა მან „გახარია საქართველოსთვის“ მიერ დასმულ კითხვას მუშაობს თუ…
იანვარში საარსებო შემწეობას 710 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა

იანვარში საარსებო შემწეობას 710 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, იანვარში საარსებო შემწეობას 710 226 ადამიანი იღებდა, აქედან თითქმის 246 ათასი სახელმწიფო დასაქმების პროგრამით მოსარგებლეა, რომელიც წელს…
მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

თებერვლის ბოლოს სვანეთში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებების გამო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენები დანიშნა. გადაწყვეტილების მიზეზი გაზრდილი მგზავრთნაკადი და რეგიონში…