2024 წლის 15 ყველაზე იაფი ადგილი მოგზაურობისთვის

2024 წლის 15 ყველაზე იაფი ადგილი მოგზაურობისთვის

მიუხედავად იმისა, რომ წელს მოგზაურობის ხარჯები 3.1%-ით გაიზარდა, მაინც შესაძლებელია ბიუჯეტურად მოგზაურობის დაგეგმვა. Forbes-ი 15 ყველაზე იაფ სამოგზაურო მიმართულებას გვთავაზობს.

სიის ლიდერი, როგორც ყველაზე იაფი ადგილი მოგზაურობისთვის არის ჰოი ანი, ვიეტნამი. Post Office-ის ანგარიშის თანახმად, ამ ქალაქში დაუვიწყარი მოგზაურობისთვის, დღეში სულ რაღაც 64,51 აშშ დოლარია საჭირო. ვიეტნამის ცენტრალურ სანაპიროზე მდებარე, ჰოი ანი მნახველებს იუნესკოს მიერ აღიარებული უძველესი ქალაქით იზიდავს.

მეორე ადგილზეა სამხრეთ აფრიკა, კერძოდ კეიპტაუნი, სადაც დღეში დაახლოებით 68,48 დოლარის დახარჯვა დაუვიწყარ გამოცდილებას გპირდებათ. აქ შეგიძლიათ ჩაეშვათ ენერგიულ კულტურაში და დატკბეთ მსოფლიო დონის სასადილოებით (ორი ადამიანის სამკერძიანი კვება, საშუალოდ $44,140 დოლარზე ნაკლებია).

სიაში მესამე ადგილს კენია, მომბასა იკავებს. აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ეს სანაპირო თავისი თეთრქვიშიანი სანაპიროებით, ცოცხალი ბაზრებითა და სუაჰილის მდიდარი მემკვიდრეობით გამოირჩევა, რაც განსაცვიფრებელ გამოცდილებას სთავაზობს მოგზაურებს, რომლებიც დასვენებას ეძებენ და კულტურულ ძიების პროცესში არიან.

ტოკიო, იაპონია – ხმაურიანი მეტროპოლია, სადაც ტრადიცია ხვდება თანამედროვეობას – სიაში მეოთხე ადგილს იკავებს. Post Office-ის ინფორმაციით, დღეში მხოლოდ 74,43 დოლარია საჭირო. ერთი ჭიქა ღვინის ღირებულება, საშუალოდ მხოლოდ $4,56, ხოლო ერთი ბოთლი წყლის ღირებულება საშუალოდ 77$-ია.

ხუთეულში ბოლო ადგილზეა ალგარვი, პორტუგალია, რომელიც კულტურას, ისტორიას და ბუნებრივ სილამაზეს აერთიანებს. მზით გაჟღენთილი პლაჟებით, მომხიბვლელი სოფლებით და გემრიელი ზღვის პროდუქტებით, ალგარვი მოგზაურებს იდილიურ გაქცევას სთავაზობს, რომლებიც ეძებენ ხელმისაწვდომ, მაგრამ მდიდრულ დასვენებას.

რაც შეეხება ქალაქების დანარჩენ ათეულს, სადაც ყველაზე იაფად შეძლებთ წელს დასვენებას, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • შარმ-ელ-შეიხი, ეგვიპტე – $77,36
  • სანი ბიჩი, ბულგარეთი – $79,73
  • ქუტა, ბალი, ინდონეზია – $79,79
  • მარმარისი, თურქეთი – $83,27
  • პაფოსი, კვიპროსი – $92,49
  • პინანგი, მალაიზია – $93,98
  • ფხუკეთი, ტაილანდი – $97,97
  • დელი, ინდოეთი – $98,05
  • კოსტა დელ სოლი, ესპანეთი – $102,67
  • მონტეგო ბეი, იამაიკა – $109,76

bm.ge

მსგავსი სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი კალიფორნიის ვიცე-გუბერნატორს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი კალიფორნიის ვიცე-გუბერნატორს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილესთან, ელენი კუნალაკისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო…
განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა

განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო…

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა. სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი ადგენს…
ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,…