2025 წელს მთავრობამ გეგმაზე ₾17 მილიონით მეტი გადასახადები აკრიფა – შესრულების ანგარიში

2025 წელს მთავრობამ გეგმაზე ₾17 მილიონით მეტი გადასახადები აკრიფა – შესრულების ანგარიში

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს გადასახადების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. ბიუჯეტით 2025 წლის განმავლობაში 21,940,000,000 ლარის გადასახადების აკრეფა იყო დაგეგმილი, ხოლო ხაზინის თანახმად, ბიუჯეტში შესულია 21,957,477,800 ლარი, შესაბამისად საბიუჯეტო შემოსავლების გადაჭარბება 17.5 მილიონ ლარს შეადგენს.

2025 წლის განმავლობაში კონკრეტული გადასახადების მიხედვით, საბიუჯეტო შესრულება ასე ნაწილდება:

  • საშემოსავლო გადასახადი – 7,515,067,100 ლარი, გეგმის 99.6%;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი – 8,126,469,300 ლარი, გეგმის 99.9%;
  • მოგების გადასახადი – 2,881,352,200 ლარი, გეგმის 100%;
  • აქციზის გადასახადი – 2,728,646,300 ლარი, გეგმის 103%;
  • იმპორტის გადასახადი – 146,620,400 ლარი, გეგმის 101%;
  • სხვა გადასახადები – 559,333,400 ლარი, გეგმის 96.4%.

 

ბიუჯეტში 345 მილიონი ლარი შევიდა არაფინანსური აქტივების კლებიდან, ანუ პრივატიზაციიდან რაც გეგმის 115%-ია. აქედან 5G რადიოსიხშირული სპექტრის ლიცენზიების მოსაკრებლებზე 125.7 მილიონი ლარი მოდიოდა.

ამასთან მთავრობამ სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით 1.58 მილიარდი ლარის მობილიზება მოახდინა – გეგმის 99.3%. საგარეო ვალდებულებების მიმართულებით კი შესრულება 1.5 მილიარდი ლარი იყო, რაც გეგმის 98%-ია.

წყარო: Bm.ge

მსგავსი სიახლეები

“გვექნება [ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების] დიდი გამოშვება, სადაც საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებს მოვიწვევთ – ლაშა ხუციშვილი

“გვექნება [ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების] დიდი გამოშვება, სადაც საერთაშორისო…

“გვექნება [ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების] დიდი გამოშვება, სადაც საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებს მოვიწვევთ”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 500-მილიონიანი ევრობონდის…
ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მუშაობა დაიწყო სავალუტო ფონდის მორიგმა მისიამ (staff visit). დღეს…
2025 წლის 10 თვეში მთავრობამ ₾18 მილიარდის გადასახადები აკრიფა

2025 წლის 10 თვეში მთავრობამ ₾18 მილიარდის გადასახადები აკრიფა

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2025 წლის 10 თვის საბიუჯეტო შესრულების მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჯამურად პერიოდის განმავლობაში აკრეფილი საგადასახადო მოცულობა 18 მილიარდ…