2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა, ქათმის გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა, ქათმის გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 760.6 ათასი სული შეადგინა, რაც წლიურად 6%-იანი კლებაა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 372.4 ათასი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 8%-ით ჩამორჩება.

შემცირებულია ღორების რაოდენობა და ბოლო ათი წლის მინიმუმზეა. ღორის ჯამურმა რიცხოვნობამ 122 ათასი სული შეადგინა, რაც 12%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

რაც შეეხება ფრინველებს, ჯამში სულ 8.7 მლნ. ფრთა იყო, რაც წლიურად 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2025 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 97.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 6%-იანი კლებაა. 2025 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 545.7 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 5%-ით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემდეგ რძის წარმოება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

2025 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 28 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7%-ით მეტია. 2025 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 82 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 7.7%-ით ჩამორჩება.

2025 წლის IV კვარტალში კვერცხის წარმოება 165.4 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3%-ით ნაკლებია. 2025 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 688 მილიონი ცალი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 2%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები

თბილისის მოსახლეობა 1.4 მილიონს მიუახლოვდა – საქსტატი

თბილისის მოსახლეობა 1.4 მილიონს მიუახლოვდა – საქსტატი

საქსტატმა 2026 წლის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოსახლეობა გასულ წელს 10,700 ადამიანით გაიზარდა და 3.94 მილიონს…
2025 წელს ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა – სტატისტიკა

2025 წელს ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა – სტატისტიკა

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა. დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი…
სად და რა მიზნით მოგზაურობდნენ ადგილობრივი ტურისტები 2025 წელს? – სტატისტიკა

სად და რა მიზნით მოგზაურობდნენ ადგილობრივი ტურისტები 2025 წელს?…

2025 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 364.9 ათასი ვიზიტი თვეში) და თბილისში (საშუალოდ 357 ათასი ვიზიტი თვეში). ამის…