2025 წელს საქართველოს ტურიზმიდან შემოსავალი $4.6 მლრდ-მდე გაეზარდა – Galt & Taggart

2025 წელს საქართველოს ტურიზმიდან შემოსავალი $4.6 მლრდ-მდე გაეზარდა – Galt & Taggart

Galt & Taggart-ის შეფასებით, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 4.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საინვესტიციო ბანკის ბაზრის ყოველკვირეული განახლების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და 280 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

“ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს”, – აღნიშნულია მიმოხილვაში.

საინვესტიციო ბანკში საქართველოს ტურიზმის სექტორზე ირანში არსებული ვითარების გავლენასაც აფასებენ.

“საქართველოს ირანთან ეკონომიკური დამოკიდებულება ძირითადად ტურიზმით შემოიფარგლება, სადაც ირანიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები 2025 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიანი შემოსავლების 2.7% შეადგენდა. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული დაბალი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ირანში მიმდინარე არასტაბილურობის გახანგრძლივების შემთხვევაში საქართველოს ტურიზმის სექტორზე გავლენა მინიმალური იქნება”, – აღნიშნულია მიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $325 მლნ-მდე გაიზარდა –  Galt & Taggart

იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $325 მლნ-მდე გაიზარდა – Galt…

2026 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 13.4%-ით გაიზარდა და 325 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – ასეთია Galt & Taggart-ის შეფასება,…
11 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $4.4 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო – Galt & Taggart

11 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $4.4 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო –…

Galt & Taggart-ის შეფასებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.9%-ით გაიზარდა და 4.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. საინვესტიციო ბანკის…
ლევან დავითაშვილი – ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს მონაწილეობა ITB Berlin-ზე კიდევ უფრო შედეგიანი იქნება ტურიზმის სექტორის მეტად წასახალისებლად და პოპულარიზაციისთვის

ლევან დავითაშვილი – ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს მონაწილეობა ITB…

ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს მონაწილეობა ITB Berlin-ზე კიდევ უფრო შედეგიანი იქნება ტურიზმის სექტორის მეტად წასახალისებლად და პოპულარიზაციისთვის, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა…