სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 900.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 19.3 პროცენტით მეტია, ხოლო 2025 წლის წინასწარ მონაცემებს 12.5 პროცენტით აღემატება.
საქსტატის ცნობით, 2025 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 82.5 პროცენტი შეადგინა. ამასთან, უწყების ანგარიშით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2025 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 44.4 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო 22.4 პროცენტით – 426.6 მლნ. აშშ დოლარით, მეორეზეა აზერბაიჯანი 11.3 პროცენტით – 214.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – თურქეთი 10.6 პროცენტით – 202.4 მლნ. აშშ დოლარით.
2025 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 56.8 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 633.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 33.3 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 254.7 მლნ. აშშ დოლარით (13.4 პროცენტი), ხოლო მესამეზე – ვაჭრობის სექტორი 191.1 მლნ. აშშ დოლარით (10.1 პროცენტი).
საქსტატის მონაცემებით, გაძვირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 12%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში…
საქსტატის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა, ეს წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია და ეროვნული ბანკის…
2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა.საქართველოს სტატისტიკის…