2026 წელს საქართველოს ტურიზმის შემოსავალი  ₾4.9 მილიარდს მიაღწევს – Galt & Taggart

2026 წელს საქართველოს ტურიზმის შემოსავალი ₾4.9 მილიარდს მიაღწევს – Galt & Taggart

Galt & Taggart-ის განახლებული შეფასებით, 2026 წელს საქართველოს ტურიზმის შემოსავალი რეკორდულ 4.9 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც 2025 წელთან შედარებით 210 მილიონი დოლარით, ანუ 4.5%-ით მეტი იქნება.

“ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.3%-ით გაიზარდა 485 მლნ აშშ დოლარამდე. ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლები 2.0 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (-0.2% წ/წ). ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2026 წელს, ხოლო 5.3 მლრდ აშშ დოლარს 2027 წელს,”- აღნიშნულია Galt & Taggart-ის ეკონომიკურ მიმოხილვაში.

ჯერჯერობით საქართველოს ეროვნულ ბანკს გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ 2026 წლის პირველი კვარტალის ტურიზმის შემოსავლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია რაც 829 მილიონ დოლარს შეადგენდა (წლიური ზრდა 0.5%). ასევე ჯერჯერობით მხოლოდ ცნობილია 2026 წლის პირველი კვარტალის ვიზიტორთა სტატისტიკა, რაც 1,170,362 საერთაშორისო ვიზიტორს შეადგენდა. ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვიზიტორთა მეორე კვარტალის სტატისტიკას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები

2025 წელს ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა – სტატისტიკა

2025 წელს ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა – სტატისტიკა

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა. დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი…
სად და რა მიზნით მოგზაურობდნენ ადგილობრივი ტურისტები 2025 წელს? – სტატისტიკა

სად და რა მიზნით მოგზაურობდნენ ადგილობრივი ტურისტები 2025 წელს?…

2025 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 364.9 ათასი ვიზიტი თვეში) და თბილისში (საშუალოდ 357 ათასი ვიზიტი თვეში). ამის…
იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $325 მლნ-მდე გაიზარდა –  Galt & Taggart

იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $325 მლნ-მდე გაიზარდა – Galt…

2026 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 13.4%-ით გაიზარდა და 325 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – ასეთია Galt & Taggart-ის შეფასება,…