2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი, ივლისის მდგომარეობით, 7.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება.

„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

კერძოდ, ივლისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 488.2 მლნ აშშ დოლარით შეავსო, ხოლო 2026 წლის იანვარ-ივლისში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 2,566.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი; თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი; მარტი – Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი; აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი; მაისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი; ივნისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი; ივლისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 სექტემბერს გამოაქვეყნებს“, – ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა |…

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…
2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 350 მლნ დოლარი შეადგინა – სებ

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით…

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 350 მლნ აშშ დოლარი (922.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან…
ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 5 პუნქტი დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 5 პუნქტი დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 5 პუნქტი დააჯარიმა. შესაბამისი ინფორმაცია სებ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კერძოდ, დაჯარიმებულია ი.მ “მერაბ მსხალაძე”, ი.მ “მერაბ ბერიძე”,…