2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება – Galt & Taggart

2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება – Galt & Taggart

Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე აცხადებს, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ ბანკს 2027 წლის პირველი კვარტლის ბოლოდან ექნება, რაც ინფლაციის შემცირების მოსალოდნელ ტენდენციას უკავშირდება. წლის ბოლომდე კი ქავთარაძე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ის დონეზე შენარჩუნებას ელოდება.

საინვესტიციო ბანკში ელიან, რომ მომდევნო წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5%-მდე შეცმრიდება.

“მიმდინარეობს Brent-ის ტიპის ნავთობზე ფასის კლება და 90 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. თუ ეს დონე წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მომდევნო თვეებში ადგილობრივ ბაზარზე ნავთობის ფასების შენელებას ვიხილავთ.

ნავთობის ფასების შემცირებას ადგილობრივ ბაზარზე ასახვისთვის დაახლოებით 2-3 თვე სჭირდება, ხოლო გაძვირებისას გადაცემის ეფექტი უფრო სწრაფია და დაახლოებით ერთ თვეში აისახება.

შესაბამისად, მიმდინარე პროცესები და ნავთობის არსებული ფასები მომდევნო თვეებში ინფლაციის შემცირების პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა. ველოდებით კიდეც, რომ წლის მეორე ნახევარში საშუალო წლიურ ინფლაციას ყოველთვიურად შენელების ტენდენცია ექნება, ხოლო წლის ბოლოს 4.8%-იან ინფლაციას ველით.

ეს ტენდენცია 2027 წელსაც გაგრძელდება. 2027 წლის მეორე კვარტალიდან უკვე დავინახავთ ინფლაციის მკვეთრ შემცირებას 3%-ზე დაბალ ნიშნულამდე, ხოლო საშუალო წლიური ინფლაცია, ჩვენი პროგნოზით, 2.3%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. 2027 წლის ბოლოს კი კიდევ უფრო დაბალ მაჩვენებელს დაახლოებით 1.6%-ს ველოდებით.

სწორედ ინფლაციის შემცირების ამ მკაფიო ტენდენციის დანახვისას გადავა ეროვნული ბანკი, დიდი ალბათობით, მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე. ჩვენი მოლოდინით, 2027 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მიმდინარე 8.25%-დან 7.5%-მდე შემცირდება. მიმდინარე წლის ბოლომდე კი განაკვეთი 8.25%-ზე დარჩება, ხოლო 2027 წლის პირველი კვარტალის ბოლოდან ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა ექნება”, – განაცხადა ქავთარაძემ “საქმიან დილაში”.

ცნობისთვის: ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი გაზარდა. თუ 17 ივნისს გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით ცენტრალური ბანკი მიმდინარე წლის საშუალო ინფლაციას 4.9%-ის დონეზე ელოდებოდა, განახლებული პროგნოზი 5.2%-მდე გაიზარდა. განახლებული შეფასება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია წარმოდგენილი, რომლითაც რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ზე უცვლელად დარჩა.

სებ-ის ინფორმაციით, ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.8% შეადგინა და მიზნობრივ 3%-იან დონეს კვლავ აღემატებოდა. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ფასების ზრდის მთავარი ფაქტორი ენერგორესურსების გაძვირებაა.

მსგავსი სიახლეები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8.25%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8.25%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი მიუთითებს, რომ იმის მიუხედავად რომ ინფლაცია…
2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 3 641 ბინა გაიყიდა – Galt & Taggart

2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 3 641 ბინა…

Galt & Taggart-მა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების, მიმდინარე წლის, აპრილის მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის აპრილში პირველად ბაზარზე მოთხოვნა აღდგა…
2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9 მლნ კვ.მ შეადგინა, სადაც 55% კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე მოდის – Galt & Taggart

2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9 მლნ…

Galt & Taggart-მა კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც თბილისში საოფისე უძრავ ქონებას მიმოიხილავს. დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9…