2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება რეალურია – ირაკლი კობახიძე

2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება რეალურია – ირაკლი კობახიძე

2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკებები გრძელდება.

„ამ ეტაპზე არ იგეგმება რაიმე ახალი პროცესის დაწყება. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის განხორციელება ისედაც გრძელდება, ჩვენ გვაქვს გარკვეულ ეტაპამდე იმის საშუალება, რომ ხელოვნურად არ დავაჩქაროთ პროცესები, თუმცა რაღაც ეტაპზე, ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. ვფიქრობ, წლის ბოლოს არ უნდა გადასცდეს ეს ყველაფერი, ძალიან მალევე, უახლოეს თვეებში უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება თანამშრომლობის გაგრძელების კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა.

რაც შეეხება სამუშაოებს, სამუშაოები გრძელდება. იყო ძალიან მცირე პაუზა, რაც იყო განპირობებული ხელშეკრულების გადახედვით და მინდა, გითხრათ, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ხელშეკრულების პირობები, ფინანსური მხარე. სახელმწიფოს მოუწევს ბევრად ნაკლები ხარჯის გაწევა დარღმავების სამუშაოებისთვის, ტალღმჭრელის მოწყობის სამუშაოებისთვის, ამან წაიღო მცირე დრო, თუმცა შესაბამისი ინტენსივობით გრძელდება სამუშაოები. შესაბამისად, 2029 წლისთვის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური. პარალელურად ვმუშაობთ გზაზე, რკინიგზაზე, ესეც არის რეალური პროცესი. სათანადო ვადებში ყველა პროექტი იქნება განხორციელებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური…
20-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე 500 მლნ მ³ გაზი შემოვა – ირაკლი კობახიძე

20-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე 500 მლნ მ³ გაზი შემოვა –…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან დამატებითი გაზის ხელშეკრულებაზე მიღწეული შეთანხმებით საქართველო დამატებითი გაზის ხელშეკრულებით კვლავ 500 მლნ მ3 გაზი შემოვა.…
ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან – ირაკლი კობახიძე დიუშენზე

ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან – ირაკლი კობახიძე დიუშენზე

პირველ რიგში, ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან, იმედი გვაქვს, ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი…