“2032 წლამდე ინფრასტრუქტურაში $7 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება, ამ გეგმის ფლაგმანი პროექტი ანაკლიის ნავსადგურია“ – ქვრივიშვილი

“2032 წლამდე ინფრასტრუქტურაში $7 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება, ამ გეგმის ფლაგმანი პროექტი ანაკლიის ნავსადგურია“ – ქვრივიშვილი

„ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და ამბიციური გეგმა, რომლის თანახმადაც, 2032 წლამდე ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, ამ გეგმის ფლაგმანი პროექტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურია. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ის არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება.

„ანაკლია საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების, გაზრდილი ტვირთბრუნვის, ახალი სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის სიმბოლოა. ეს არის შესაძლებლობა, გაჩნდეს საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი დიდი გემები, რომლებსაც ქართველი მეზღვაურები წარუძღვებიან მსოფლიოს ოკეანეებში“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის პროცესში, მათ შორის მის როლზე შუა დერეფნის მარშრუტში.

„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს შუა დერეფანში, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბს“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის.

„თქვენი შრომა და პასუხისმგებლობა აძლიერებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო საზღვაო საზოგადოებაში და ქმნის მყარ საფუძველს ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატებისთვის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს. როგორც მან 6 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს…
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ყაზახეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმებს მოაწერა ხელი

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ყაზახეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმებს მოაწერა…

ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს მოაწერა ხელი. სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტებს ორი ქვეყნის მთავრობის წევრების…
მარიამ ქვრივიშვილმა ტაჯიკეთთან სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი – რას ითვალისინებს?

მარიამ ქვრივიშვილმა ტაჯიკეთთან სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი – რას…

ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტაჯიკეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,…