საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკისა და აქსელის – საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის თანაორგანიზებით, 2024 წლის 27-29 სექტემბერს Startup Investment Forum – Batumi Vol.2 -ს გაიმართება.
GITA-ს გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება 3 დღის განმავლობაში თბილისისა და ბათუმის სტარტაპ ეკოსისტემის წევრებს გააერთიანებს, მათ შორის ანგელოზ ინვესტორებს, ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლებს, პოტენციურ ანგელოზ ინვესტორებს და სფეროთი დაინტერესებულ კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებს.
“ფორუმის მთავარი მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, კერძო სექტორის ჩართულობის გაზარდა, ინვესტორების დაინტერესება ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერით და ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების ხელშეწყობა”, – აღნიშნავენ სააგენტოში
ღონისძიების სტუმრები 3 დღის განმავლობაში ბათუმში დაესწრებიან სხვადასხვა დახურულ შეხვედრებს, ხოლო ღია კონფერენცია 28 სექტემბერს გაიმართება და მოიცავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების ფიჩებს, აქსელის შესახებ პრეზენტაციასა და პანელურ დისკუსიებს, სადაც აქსელის წევრები, მოწვეული სტუმრები და სტარტაპები საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ.
გარდა კონფერენციისა, აქსელისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, იგეგმება დახურული შეხვედრები ეკოსისტემის სხვადასხვა აქტორებთან, ადგილობრივი სტარტაპების დამფუძნებლებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ. ირანის შეიარაღებულძალების განცხადებას ირანული სახელმწიფო მედია ავრცელებს. მათი თქმით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე…
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის საღამომდე ცეცხლი შეწყდება ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. „ვლადიმერ პუტინის…
9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი…