2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 28 მილიონ 155 ათასი დოლარის ღირებულების 39 660 ტონა შაქარი შეიძინა.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში შაქრის იმპორტი ღირებულებაში წლიურად 2.8%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობაში 2.4%-ით შემცირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შაქრის იმპორტი წლის ამ პერიოდისთვის მცირედით გაძვირდა.
წლების განმავლობაში საქართველოსთვის შაქრის მთავარი იმპორტიორი ბრაზილია იყო, თუმცა წელს 5 თვის ჭრილში ყველაზე მეტი შაქარი საფრანგეთში შევიძინეთ. ბრაზილიამ კი რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოცულობებით ფრანგული და ბრაზილიურ შაქრის იმპორტს შორის მცირე განსხვავებაა. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ფრანგული შაქარი ბრაზილიურზე ძვირი ღირს.
იანვარ-მაისში საქართველოში შაქრის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
საფრანგეთი – $7.4 მლნ, 9 066 ტონა;
ბრაზილია – $5.3 მლნ, 9 000 ტონა;
თურქეთი – $3.6 მლნ, 4 945 ტონა;
არაბთა გაერთიანებული საამიროები – $3.5 მლნ, 6 000 ტონა;
ნიდერლანდები – $3.2 მლნ, 3 852 ტონა;
ბელგია – $2.8 მლნ, 4 147 ტონა;
ამ ქვეყნების გარდა წელს შაქარი მაროკოდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, აზერბაიჯანიდან და მცირე მოცულობებით უკრაინიდან, რუსეთიდან, კოლუმბიიდან ვიყიდეთ.
უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი 2026 წლიდან იცვლება და 2026 წლიდან ყველა ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს უფასოდ ისწავლის, კერძო უნივერსიტეტებში გრანტი…
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მე-3 კვარტალში, ბიზნესს სექტორში დაქირავებით დასაქმებულების საშუალო ხელფასი 2 421 ლარი იყო. 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,…
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ…