5 თვეში საქართველოში რუსეთიდან ნაყინის იმპორტი 60%-ით შემცირდა – საიდან და ვის შემოაქვს პროდუქცია?

5 თვეში საქართველოში რუსეთიდან ნაყინის იმპორტი 60%-ით შემცირდა – საიდან და ვის შემოაქვს პროდუქცია?

2024 წლის 5 თვეში საქართველოში ნაყინის იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, თუ გასული წლის იანვარ-მაისში ქვეყანამ 2.1 მლნ აშშ დოლარის 419.2 ტონა ნაყინი იყიდა, წელს კი იმპორტმა 2.6 მლნ-ის 470.7 ტონა შეადგინა. მთავარი იმპორტიორი თურქეთია. რუსეთი კი, რომელიც გასულ წელს იმპორტში მეორე ადგილზე იყო, ახლა მეექვსეა. რაოდენობრივად კლებამ ამ ქვეყნიდან 60.6% შეადგინა.

იანვარ-მაისის განმავლობაში ქვეყანაში ნაყინი ძირითადად 10 ქვეყნიდან შემოვიდა. საიმპორტო ბაზრების რეიტინგი ასეთია:

  1. თურქეთი – 874.4 ათასი დოლარი, 153.1 ტონა;
  2. უკრაინა – 647.2 ათასი დოლარი, 152 ტონა;
  3. საფრანგეთი – 234.6 ათასი დოლარი, 26.6 ტონა;
  4. პოლონეთი – 193.8 ათასი დოლარი, 10.8 ტონა;
  5. სომხეთი – 169 ათასი დოლარი, 52.4 ტონა;
  6. რუსეთი – 150.1 ათასი დოლარი, 28.2 ტონა;
  7. ლიეტუვა – 119.6 ათასი დოლარი, 11.9 ტონა;
  8. გაერთიანებული სამეფო – 117.8 ათასი დოლარი, 6.7 ტონა;
  9. ბელარუსი – 55.8 ათასი დოლარი, 14.8 ტონა;
  10. ლატვია – 51.8 ათასი დოლარი, 7.1 ტონა.

რაც შეეხება იმას, თუ ვის შემოჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში ნაყინი საქართველოში, BM.GE-მ საქსტატიდან ნაყინის იმპორტიორი კომპანიების TOP-5-ეული გამოითხოვა. მათი ჩამონათვალი ასეთია:

  • შპს აის ლენდ ჯორჯია – 2014 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილის 100%-ს პაპუნა მესხიშვილი ფლობს;
  • შპს ვეარჰაუსი – წლის 100%-ს ამ შემთხვევაშიც პაპუნა მესხიშვილი ფლობს და თავადაა დირექტორიც;
  • შპს სავაჭრო გუნდი – კომპანია 4 ნაწილად არის გაყოფილი და ფლობენ: თამარ ჯეირანაშვილი, ილია შარიქაძე, სოფო და ნიკა სუხიაშვილები. დირექტორი ილია შარიქაძეა;
  • შპს სილქ გასტრონომი – წილის 100%-ს ლუიზა ბერიანიძე ფლობს და თავადაა დირექტორიც. (მოჩის სახეობები და Häagen Dazs-ის ნაყინი);
  • შპს შარმ ტრეიდინგი – კომპანიის წილის 34%-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ზაზა ნიშნიანიძე ფლობს. 30% ეკუთვნის შპს ბი ეფ ოს, რომელიც თავის მხრივ ლევან კაკაბაძის საკუთრებაა. 16% – გიორგი ჩივაძეს, 10% – სოლომონ მამუჩიშვილს, 10% კი, ვახტანგ საძაგლიშვილს. (ბრენდი – მაგნუმის ნაყინი).

შეგახსენებთ, რიგითობა შემთხვევითობის პრინციპით ლაგდება და არა ბრუნვის მოცულობის. (წყარო – საქსტატი).

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, წელს საქართველოდან 58.7 ათასი აშშ დოლარის 4.2 ტონა ნაყინი გაიყიდა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით რაოდენობრივად 50.6%-იანი კლებაა, თანხაში კი 55.3%-იანი.

მსგავსი სიახლეები

9 თვეში ენერგეტიკაში $140 მლნ-მდე FDI ჩაიდო – TOP-10 ინვესტორი კომპანია

9 თვეში ენერგეტიკაში $140 მლნ-მდე FDI ჩაიდო – TOP-10…

2025 წლის 9 თვეში საქართველოს ენერგეტიკის სექტორში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 139.9 მლნ დოლარი შეადგინა. ზრდა 9.3%-ია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
მასწავლებლებისა და ადმინისტრატორებისთვის აშშ-ში გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა – საელჩო

მასწავლებლებისა და ადმინისტრატორებისთვის აშშ-ში გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა – საელჩო

მასწავლებლებისა და ზოგადი განათლების ადმინისტრატორებისთვის გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ს საელჩო წერს. პროგრამის Study of the U.S. Institutes (SUSIs) ფარგლებში,…
კომერციული ვენახის გაშენების ნებართვის აღება უფასო იქნება – სახელმწიფო მევენახეობის რეგულირებას იწყებს

კომერციული ვენახის გაშენების ნებართვის აღება უფასო იქნება – სახელმწიფო…

ღვინის ეროვნული სააგენტო კომერციული ვენახის გაშენებაზე ნებართვების გაცემას 2026 წლის მარტიდან დაიწყებს. ნებართვები უფასო იქნება. ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ ინიციირებული „ვაზისა…