5 თვეში ჰონ-კონგიდან იმპორტი 219%-ით გაიზარდა – რა შევიძინეთ?

5 თვეში ჰონ-კონგიდან იმპორტი 219%-ით გაიზარდა – რა შევიძინეთ?

მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოს 6 მილიარდიან იმპორტში ჰონ-კონგმა უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების რეიტინგში ათეულში გადაინაცვლა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში ჰონ-კონგიდან საქონლის შესაძენად საქართველოდან 128 მილიონ 141 ათასი დოლარი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 219%-ით აღემატება. შედეგად საიმპორტო ქვეყნების TOP-10-ეულში ჰონ-კონგმა 2.1%-იანი წილით მეცხრე ადგილი დაიკავა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციულ რეგიონებთან, ქალაქ სახელმწიფო ჰონ-კონგთან ვაჭრობის ისტორიაში იმპორტის მაჩვენებელი 5 თვის მონაცემებით რეკორდულია.

საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, წელს ჰონ-კონგიდან ძირითადად გამომთვლელი მანქანები, რადიოაპარატურა და სატელეფონო აპარატები შევისყიდეთ. იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:

  1. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – $73.9 მლნ, 251 ტონა;
  2. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – $11.8 მლნ, 71 ტონა;
  3. რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის გადამცემი აპარატურა – $7.3 მლნ, 86 ტონა;
  4. ტელე-რადიო აპარატურისათვის განკუთვნილი ნაწილები – $3.4 მლნ, 46 ტონა;
  5. ელექტრონული ინტეგრალური და მიკროანაწყობი სქემები – $1.9 მლნ, 7 ტონა;
  6. მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის – $1.5 მლნ, 59 ტონა;
  7. ტრანსფორმატორები ელექტრული, სტატიკური ელექტრული გარდამქმნელები – $1.3 მლნ, 100 ტონა;
  8. პულტები, პანელები, კონსოლები, მაგიდები, გამანაწილებელი ფარები – $1.2 მლნ, 5 ტონა;
  9. სინთეზური ბოჭკოებისაგან, ძირითადად ან მხოლოდ ბამბის დამატებით ქსოვილები – $1.2 მლნ, 69 ტონა;
  10. მიმღები სატელევიზიო კავშირის აპარატურა – $1.1 მლნ, 47 ტონა;

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ჰონ-კონგში ჯამში 2 მილიონ 726 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავყიდეთ. ეს კი წლიურად შემცირებული მაჩვენებელია. გასული წლის ამავე პერიოდში ექსპორტით მიღებული შემოსავალი 4 მლნ დოლარი იყო.

ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალი არც ისე დიდია. TOP-5 საქონლის რეიტინგი ასეთია:

  1. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები – $586 ათასი, 5 ტონა;
  2. ეთილის სპირტი არადენატურირებული – $583 ათასი, 19 ტონა;
  3. სუნამოები და ტუალეტის წყალი – $477 ათასი, 4 ტონა;
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები – $182 ათასი, 18 ტონა;
  5. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – $159 ათასი.

მსგავსი სიახლეები

რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს – განმარტება

რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს – განმარტება

საქართველოს მელიორაცია განმარტავს, რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ…
2012 წელს ქვეყნის მასშტაბით 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს კი 127 მისამართზეა ხელმისაწვდომი – ირაკლი კობახიძე

2012 წელს ქვეყნის მასშტაბით 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს…

“დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე…
ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში – იუსტიციის მინისტრი

ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში…

ხელვაჩაურში იუსტიციის სახლი რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ახალი იუსტიციის სახლები ასევე გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში,…