ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა წლიურად 7%-ით 1 838 913-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, იანვარ-ივნისის მონაცემებით, ასეთი ჯამში 2.3 მილიონი ვიზიტი იყო. კერძოდ, იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2 270 363 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით 7%-ით მეტია.
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობითვე, 2025 წლის პირველ ორ კვარტალში, საქართველოში, 3 153 741 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2024 წელთან შედარებით ზრდა 4.4%-ია.
ტურიზმის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ 2025 წლის ორი კვარტალის დეტალურ სტატისტიკა დღესვე გამოქვეყნდება.
14 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.635 ლარი გახდა.…
Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნდობის გამოცხადებაა ჩვენი ქვეყნის, ქართული ეკონომიკის მიმართ – იმ ეკონომიკური განვითარების და…
თბილისის მერია რიყის ტერიტორიაზე ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მერიაში აცხადებენ, რომ შპს „რიყე დომ“-ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული…