7 თვეში ფოთის პორტმა 324 017 TEU კონტეინერი გადაამუშავა – როგორია ტვირთბრუნვა საქართველოს უმსხვილეს ნავსადგურში?

7 თვეში ფოთის პორტმა 324 017 TEU კონტეინერი გადაამუშავა – როგორია ტვირთბრუნვა საქართველოს უმსხვილეს ნავსადგურში?

2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, APM Terminals Poti-ს მიერ ჯამში 324 017 TEU კონტეინერი დამუშავდა. წლიურ ჭრილში კლება 6.8%-ია. კომპანიაში განმარტავენ, რომ გასულ წელს მკვეთრად გაზრდილი ტვირთბრუნვის შემდეგ, პროცესმა დასტაბილურება დაიწყო.

მეორე კვარტალში ყველაზე მეტი – რეკორდული რაოდენობის კონტეინერი მაისში დამუშავდა.

კონტეინერის დამუშავების მაჩვენებელი „ფოთის საზღვაო ნავსადგურში“

  • მაისი – 53129 TEU
  • ივნისი – 46548 TEU
  • ივლისი – 51839 TEU

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 7 თვეში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ჯამში 187 საკონტეინერო გემი მიიღო. ამასთან, 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე ნავსადგურში 47 562 მანქანა დამუშავდა. მათ შორის, ივლისში 2024 წლიდან დღემდე ყველაზე მეტი ავტომანქანის დამუშავება მოხდა.

ავტომობილების დამუშავების მაჩვენებელი „ფოთის საზღვაო ნავსადგურში“

  • მაისი – 6469 მანქანა
  • ივნისი – 6943 მანქანა
  • ივლისი – 7800 მანქანა

მსგავსი სიახლეები

საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს, გეოპოლიტიკური გაურკვევლობის და ენერგომატარებლების მაღალი ფასის მიუხედავად – სსფ

საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს, გეოპოლიტიკური გაურკვევლობის და…

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა…
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას კობახიძის პრესსამსახური ავრცელებს.…
ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ სამანქანო გზა გაიხსენება, არამედ პროექტი სრულად დასრულდება – კალაძე

ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ სამანქანო გზა გაიხსენება,…

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, დათქმულ ვადაში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია სრულად დასრულდება – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. “შესაბამისად, პირველ…