Galt & Taggart-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.8%-მდე გაზარდა

Galt & Taggart-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.8%-მდე გაზარდა

Galt & Taggart-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგზონი 5%-დან 6.8%-მდე გაზარდა. საინვესტიციო ბანკის განცხადებით, ეკონომიკური პროგნოზის გადახედვის მიზეზი მიმდინარე წლის ორ თვეში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა, იანვარში კი მშპ-ს ორნიშნა 11.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ჯამში მიმდინარე წლის ორ თვეში ეკონომიკა 9.4%-ით არის გაზრდილი. ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი პროფესიული და სამეცნიერო სექტორი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტრანსპორტი და სხვა დარგები იყო.

“წლის დასაწყისში საბაზისო სცენარით 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გვქონდა. მიმდინარედ კი როდესაც იმაზე მაღალი ზრდის ტემპი დაფიქსირდა [იანვარ-თებერვალში], ვიდრე პროგნოზებში ჩადებული გვქონდა, ზრდის მიმართულებით მოგვიწია გადახედვა. 6.8%-მდე გავზარდეთ საბაზისო სცენარში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ეს ზრდა როგორც წინა წელს, ფაქტბრივად მოხმარებით იქნება განპირობებული მიმდინარე წელსაც. ინვესტიციების კოტრიბუცია იგივე დონეზე იქნება შენარჩუნებული, რაც 2024 წელს დაფიქსირდა, ეს იყო 0.5 პროცენტული პუნქტი კონტრიბუცია”, – ამბობს Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე BMGtv-ის გადაცემაში “საქმიანი დილა”.

 

ბიმეჯი

მსგავსი სიახლეები

“ქვეყნის განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება” – გივი მიქანაძე

“ქვეყნის განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება” – გივი…

“დღეს მივიღეთ ოფიციალური წერილი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრისგან, რომლის თანახმად საქართველოს აღუდგა EQAR-ის რეგისტრაცია. ეს არის ის…
როდიდან გაიზრდება უმაღლეს სასწავლებლებში პროფესორთა ანაზღაურება? – კაკაურიძის პასუხი

როდიდან გაიზრდება უმაღლეს სასწავლებლებში პროფესორთა ანაზღაურება? – კაკაურიძის პასუხი

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ვერ ამბობს როდის მიაღწევს უნივერსიტეტების ლექტორების ანაზღაურება 10 ათას ლარს, თუმცა ამბობს, რომ ხელფასის ზრდა ეტაპობრივად…
პარლამენტმა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა დაიწყო

პარლამენტმა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა დაიწყო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა. ბიუჯეტის პროექტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა…