Galt & Taggart-მა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-მდე გაზარდა

Galt & Taggart-მა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-მდე გაზარდა

Galt & Taggart-მა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, საინვესტიციო ბანკის წელს ეკონომიკის 9%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც აქამდე არსებულ 8%-იან პროგნოზს 1 პროცენტული პუნქტით აჭარბებს.

Galt & Taggart-ი პროგნოზის გადახედვის მიზეზად მიმდინარე წლის 8 თვის ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ასახელებს. საგულისხმოა, რომ საქართველოს ეკონომიკა აგვისტოში წლიურად 12%-ით გაიზარდა, წინა თვეში 13%-იანი ზრდის შემდეგ. 8 თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა კი 10% შეადგინა. აგვისტოში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის, ICT, სამშენებლო, საფინანსო და სადაზღვევო, უძრავი ქონებისა და ვაჭრობის სექტორებში, ხოლო ენერგეტიკის სექტორში კლება იყო.

ცნობისთვის, მთავრობამ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8,2%-მდე გაზარდა, ხოლო 2025 წლის ბიუჯეტი 5,5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა.

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,…
იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, მცხეთის მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა და ადგილზე…
საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა

საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო ფონდი მაისის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ფონდის ზომამ გასულ თვეში 9.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სისტემაში სულ 1,553,262 ადამიანის დანაზოგები არის…