I კვარტალში ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი გაიზარდა – სად ვიყიდით/ვყიდულობთ?

I კვარტალში ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი გაიზარდა – სად ვიყიდით/ვყიდულობთ?

იანვარ-მარტში საქართველოში ავტომობილების იმპორტი მცირედით გაიზარდა, თუმცა მსუბუქი ავტომობილები ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაში უმსხვილესი საქონლის რეიტინგებში, როგორც იმპორტის ასევე ექსპორტის მხრივ პირველ ადგილს იკავებს.

საქსტატის მიხედვით, წლის ამ პერიოდში ავტომობილების იმპორტი მცირედ 0.3%-ით 622.2 მლნ. აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც მთელი იმპორტის 14.8%-ია. რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების ავტომობილები გადაიყიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 35.7%-ია, ხოლო ზრდა გასულ წელთან შედარებით 12.8%.

მსუბუქი ავტომობილების TOP-10 საექსპორტო ქვეყანა 2025 წლის 3 თვეში:

  1. ყირგიზეთი – $268,5 მლნ ( 8 506 ერთეული);
  2. ყაზახეთი – $146,6 მლნ (8 227 ერთეული);
  3. აზერბაიჯანი – $50.7 მლნ (1,957 ერთეული);
  4. სომხეთი – $12.1 მლნ (530 ერთეული);
  5. ტაჯიკეთი – $8.4 მლნ (350 ერთეული);
  6. უზბეკეთი – $6.5 მლნ ( 545 ერთეული);
  7. არაბთა გაერთიანებული საამიროები – $1.4 მლნ (27 ერთეული);
  8. უკრაინა – $1.4 (146 ერთეული);
  9. თურქეთი – $956.6 ათასი (88 ერთეული);
  10. მოლდოვა – $717.1 ათასი (61 ერთეული.

მსუბუქი ავტომობილების TOP-10 იმპორტიორი ქვეყანა 2025 წლის 3 თვეში:

  1. აშშ – $351,9 მლნ (28 115 ერთეული);
  2. გერმანია – $94.7 მლნ (1,371 ერთეული);
  3. იაპონია – $74.3 მლნ (2,882 ერთეული);
  4. თურქეთი – $17.9 მლნ (394 ერთეული);
  5. გაერთიანებული სამეფო – $12.9 მლნ (140 ერთეული);
  6. ბელგია – $9.4 მლნ (224 ერთეული);
  7. ჩინეთი – $8.7 მლნ (858 ერთეული);
  8. კანადა – $7 მლნ ( 382ერთეული);
  9. იტალია – $6.7 მლნ (42 ერთეული);
  10. ჩეხეთი – $6.3 მლნ (298 ერთეული).

მსგავსი სიახლეები

7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და ობიექტი შემოწმდა

7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და…

7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და ობიექტი შემოწმდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტირება საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

7 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6210 ლარი გახდა.…
გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას…

პეკინის გამზირის N37-ის მიმდებარედ კომპანია „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების ქსელზე დაგეგმილი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 8 აგვისტოს 00:30 საათიდან 22:00…