S&P Global Ratings-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა რეგიონში მოწინავეა – სებ

S&P Global Ratings-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა რეგიონში მოწინავეა – სებ

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მორიგი განახლება გამოაქვეყნა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დოკუმენტში მიმოხილულია ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის საბანკო სექტორის საერთო ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკები.

მათივე ცნობით, ეკონომიკისა და საბანკო სექტორის რისკების საერთო შეფასების მიხედვით, საქართველო ქვეყნების მეშვიდე ჯგუფში მოხვდა, რაც, ყაზახეთთან ერთად, საუკეთესოა რეგიონში.

„ანგარიშში გავლენიანი სარეიტინგო კომპანია განსაკუთრებით მაღალ შეფასებას აძლევს ინსტიტუციურ ჩარჩოს საქართველოში და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა მოწინავეა რეგიონში. პუბლიკაციის მიხედვით, პორტფელში IFRS Stage 3 სესხების წილის მხრივ ქართული ბანკების აქტივების ხარისხი საუკეთესოა რეგიონში, ამასთან საკრედიტო რისკის ხარჯიც მინიმალურია, რასაც, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ გარემოსთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც მარეგულირებლის, ეფექტიანი მუშაობაც განაპირობებს. ასევე, ანალიტიკოსები მიმოხილვაში აღნიშნავენ, რომ ეროვნული ბანკის მმართველობა გაძლიერებას განაგრძობს. სარეიტინგო სააგენტო S&P მოელის, რომ საქართველო, როგორც ნოვატორი რეგიონში, ევროდირექტივასთან კიდევ უფრო დააახლოებს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს, რომელიც არსებითად ევროკავშირში მოქმედ დირექტივას (BRRD) ეფუძნება“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ…

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.…
2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 350 მლნ დოლარი შეადგინა – სებ

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით…

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 350 მლნ აშშ დოლარი (922.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან…
ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 5 პუნქტი დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 5 პუნქტი დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 5 პუნქტი დააჯარიმა. შესაბამისი ინფორმაცია სებ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კერძოდ, დაჯარიმებულია ი.მ “მერაბ მსხალაძე”, ი.მ “მერაბ ბერიძე”,…