სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო

სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიამ სიონში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ცნობით, არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს.

„ტაძრის აღნიშნულ ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ტაძარი და მისი სამრეკლო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლს წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნულ პროექტს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.

მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 1 220 000 ლარს შეადგენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

კახა კალაძე – რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

კახა კალაძე – რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილსა და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, მიხეილ კიკნაძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო და…