Fox News-ის ინფორმაციით, 21 იანვრიდან, აშშ 75 ქვეყნის, მათ შრის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას დროებით აჩერებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საიმიგრაციო ვიზა უცხო ქვეყნის მოქალაქეს საშუალებას აძლევს მუდმივად იცხოვროს და იმუშაოს შეერთებულ შტატებში.
ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებზეც შეზღუდვა გავრცელდება, ასეთია:
ავღანეთი ალბანეთი ალჟირი ანტიგუა და ბარბუდა სომხეთი აზერბაიჯანი ბაჰამის კუნძულები ბანგლადეში ბარბადოსი ბელარუსი ბელიზი ბჰუტანი ბოსნია ბრაზილია ბირმა კამბოჯა კამერუნი კაბო-ვერდე კოლუმბია კოტ-დ’ივუარი კუბა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა დომინიკა ეგვიპტე ერიტრეა ეთიოპია ფიჯი გამბია საქართველო განა გრენადა გვატემალა გვინეა ჰაიტი ირანი ერაყი იამაიკა იორდანია ყაზახეთი კოსოვო ქუვეითი ყირგიზეთი ლაოსი ლიბანი ლიბერია ლიბია მაკედონია მოლდოვა მონღოლეთი მონტენეგრო მაროკო ნეპალი ნიკარაგუა ნიგერია პაკისტანი კონგოს რესპუბლიკა რუსეთი რუანდა სენტ-კიტსი და ნევისი სენტ-ლუსია სენტ-ვინსენტი და გრენადინები სენეგალი სიერა-ლეონე სომალი სამხრეთ სუდანი სუდანი სირია ტანზანია ტაილანდი ტოგო ტუნისი უგანდა ურუგვაი უზბეკეთი იემენი.
Fox News-ის მიერ ნანახი დოკუმენტი საკონსულოს თანამშრომლებს ავალებს, უარი თქვან ვიზების გაცემაზე, სანამ დეპარტამენტი ხელახლა შეაფასებს სკრინინგის და შემოწმების პროცედურებს.
აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები „ვალუტის გადამცვლელ რამდენიმე ობიექტს, აღნიშნულ ობიექტებთან დაკავშირებულ პერსონალსა და ფარულ კომპანიებს“ დაუწესდათ.…
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვევიან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი არხის გადაცემაში…
საქართველო მიესალმება განცხადებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დადებითად აფასებს ეფექტიანი მედიაციის ძალისხმევას, რომელმაც…