ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

განვხადების თანახმად, ისრაელის სახელმწიფოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური (PIBA) – ის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის, რომელთა ვიზის ვადა იწურებოდა 2026 წლის 22 თებერვალიდან 31 მარტის ჩათვლით, ვიზის მოქმედების ვადა ავტომატურად გაუგრძელდეთ მომდევნო სამი თვით.

კერძოდ, საუბარია შემდეგი ტიპის ვიზებზე: სამუშაო ვიზა, ტიპი B/1;

ზოგადი ტურისტული ვიზა, ტიპი B/2;

მოხალისეობრივი ვიზა, ტიპი B/4;

დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/1;

სტუდენტური ვიზა, ტიპი A/2 (გარდა სოფლის მეურნეობაში ანაზღაურებადი პირებისა);

სასულიერო პირების ვიზა, ტიპი A/3;

თანმხლები ვიზა, ტიპი A/4;

დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/5;

ვიზა DCL ოჯახის გაერთიანებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურში ფიზიკურად გამოცხადება საჭირო არ არის” , – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ისრაელი და ლიბანი ცეცხლის 10 -დღით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ – BBC

ისრაელი და ლიბანი ცეცხლის 10 -დღით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ –…

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელ-ლიბანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ისრაელი და ლიბანი ცეცხლის 10 -დღით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეს,…
ისრაელი საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელი საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელი საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ირანის მოსაზღვრე ქვეყნებთან (აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი,…
ოპერაციის დაწყების შემდეგ უმაღლესი რანგის 49 ირანელი ლიდერია ლიკვიდირებული – თეთრი სახლი

ოპერაციის დაწყების შემდეგ უმაღლესი რანგის 49 ირანელი ლიდერია ლიკვიდირებული…

“ირანში ოპერაციის დაწყების შემდეგ უმაღლესი რანგის 49 ლიდერია ლიკვიდირებული”, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი სოციალურ ქსელში წერს. “ამ რადიკალური რეჟიმისა…