ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გაერო-ს რეზოლუციას რუსეთმა და ჩინეთმა ვეტოდაადეს.
რეზოლუციას უსაფრთხოების საბჭოს 11-მა წევრმა მხარი დაუჭირა, რუსეთმა და ჩინეთმა მის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ორმა კი – პაკისტანმა და კოლუმბიამ, თავი შეიკავა.
სხდომას ხელმძღვანელობდა ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი. კენჭისყრამდე მან საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ პროექტი ახალ რეალობას არ ქმნიდა, არამედ სერიოზულ პასუხს წარმოადგენდა ირანის მხრიდან მტრული ქცევის გამეორებაზე, რომელიც უნდა შეწყდეს.
რეზოლუციის ჩავარდნის შემდეგ, ზაიანიმ განაცხადა, რომ საბჭომ ვერ შეძლო თავისი პასუხისმგებლობის შესრულება უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც გადამწყვეტ მოქმედებას დაუყოვნებლივ მოითხოვს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა მოხსნა. ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად,…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. საქართველოს მთავრობის…
ირანმა ახლახან გამოაცხადა, რომ ირანის სრუტე სრულად გაიხსნა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ჰორმუზის სრუტე სრულად…