საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ახალი რეგულაციებით, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

„ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, ვწუხვართ საქართველოს პარლამენტის მიერ, 4 მარტს, უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღების გამო, რაც სამოქალაქო საზოგადოების მიმართ საქართველოს ხელისუფლების სულ უფრო რეპრესიული მიდგომის დასტურია.

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის 2026 წლის 6 მარტის განცხადებას. ახალი ცვლილებები უპრეცედენტო დონემდე აფართოებს სახელმწიფო კონტროლს საქართველოში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე და ხელყოფს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ისინი ასუსტებენ კანონის უზენაესობას და დამატებით ზეწოლას ახდენენ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე, კერძოდ დამოუკიდებელ მედიაზე, ადამიანის უფლებათა დამცველებზე, ექსპერტებსა და მომსახურების მიმწოდებლებზე.

ამ ახალი რეგულაციებით, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლიდან განხორციელებულმა კურსმა მიიყვანა მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივ შეჩერებამდე, როგორც ეს განმარტებულია ევროპული საბჭოს 2024 წლის დასკვნებით და დადასტურებულია ევროკომისიის მიერ 2025 წლის გაფართოების ანგარიშში.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც შეუპოვრად მუშაობენ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის სასარგებლოდ. ჩვენ, ასევე, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

საფრანგეთში საქართველოს საელჩო – ჩვენთვის სრულიად მიუღებელია რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის მიერ ნიკო ფიროსმანის „რუს-ქართველ“ მხატვრად წარმოჩენა

საფრანგეთში საქართველოს საელჩო – ჩვენთვის სრულიად მიუღებელია რუსული მართლმადიდებელი…

საფრანგეთში საქართველოს საელჩო ეხმიანება პარიზის რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის ოფიციალურ საიტზე და ინსტაგრამგვერდზე გამოქვეყნებულ ნიკო ფიროსმანის დაბადების 160 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელშიც…