საქართველო მიესალმება განცხადებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დადებითად აფასებს ეფექტიანი მედიაციის ძალისხმევას, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს დეესკალაციას და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას.
„საქართველო მიესალმება განცხადებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დადებითად აფასებს ეფექტიანი მედიაციის ძალისხმევას, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს დეესკალაციას და წაახალისებს დიპლომატიური ჩართულობის გაგრძელებას, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას. „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო…
ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი…
იყო არაერთი კომუნიკაცია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი გახდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ამერიკის შეერთებულ…